Them (#2)

და ისევ გიყვებით მათზე, ვინც ოდესღაც მრავალმნიშვნელოვნები, მრავალწერტილებად კი არა, ციფრებად გადაიქცნენ. ადამიანი #2 – დეკემბრის სუსხივით.  ,,ბოლო დროს დამჩემდა უაზრო ლოდინი, ხომ ვიცი – არ მოვა. სხეულში გამიჯდა სიცივე ქრონიკით, მუზების გაქრობა ჩვევად იქცა და ვეღარც ვწერ რატომღაც. არ მოხვალ, არ მოვალ და ჩვენს შორის დარჩება დეკემბრის ის ერთი მოთოვა.” იკითხება 2011 წლის ჩანაწერებში. მაშინ … More Them (#2)

Them (#1)

ადამიანების დანომვრა, რაღა თქმა უნდა, საშინელი ჩვევაა, მაგრამ არის მომენტი, როცა იაზრებ რომ ისინი, ოდესღაც მნიშვნელობით სავსეები, მრავალწერტილებად კი არა, ციფრებად გადაიქცნენ. სწორედ ამიტომ ვიწყებ იმ ამბების წერას, რომლებიც მოგონებების ზედმეტად ღრმა ნაწილში არიან დალექილები. ადამიანი #1 (2010 წ.) მაშინ ჯერ ისევ ვარდისფერ, ცისფერ, იისფერგვერდებიანი ფურცლების სტუმარი გახლდათ #1. უვარსკვლაცო ცასავით შავი თვალები და გადამეტებულად … More Them (#1)

წერილი #9 ანუ დასასრული

ორი წელი დამჭირდა იმისთვის, რომ ჩემს ილუზიებში დამსხვრეულიყავი. ეს ალბათ უკანასკნელი წერილია შენი მისამართით პირველი არაფრისმთქმელი შეხვედრის შემდეგ. ძნელია, იმის აღიარება, რომ გამოგიგონე. შევქმენი შენი ყველა მიმიკა, ჟესტი, მონოლოგების მთელი სერია, რადგან ჩვენ დიალოგებს ვერასდროს ვუძლებდით. ზედმეტად ძლიერები აღმოვჩნდით იმისთვის, რომ ერთმანეთის სისუსტეების გაგვეგო და დავმთავრდით ისე, რომ არც დავწყებულვართ. მწერლებს უყვართ ადამიანები, რომელთა პერსონაჟებად … More წერილი #9 ანუ დასასრული

Doctors say. 

– დიაგნოზი : შფოთვითი აშლილობა.-მეუბნება ძალიან მშვიდად და დარჩენილი ანალიზების შედეგებს აკვირდება. მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რა მომივა, ფსიქოტროპული აბების რაოდენობას თუ გადავაჭარბებ და რომ გამოვფხიზლდები, შეგრძნებები თუ მემახსოვრება. რატომღაც არ მეშინია. -თქვენს ასაკში ეს მდგომარეობა გადამეტებულია.-ხელახლა იწყებს თეთრხალათიანი ქალბატონი ერთგვარი ლექციის კითხვას. ძალიან მეზარება მისი მოსმენა, რადგან დიაგნოზების გარეშეც ვხვდები, ემოციებს რომ ჩემი განადგურება … More Doctors say. 

მსხვრევა

მსხვრევადი ნივთებით სავსე უზარმაზარი ოთახი მჭირდება. ყოველთვის, როცა ვიგრძნობ, რომ რაღაც კარგად არაა, დაუნანებლად რომ ვესროდე კედლებს ამ ხარახურას და გულს რომ ვიჯერებ, იატაკზე დამჯდარი ვალაგებდე მათ. უცნაურია, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც მუდმივი ნგრევა-ლეწვა-მსხვრევა სჭირდებათ ცხოვრებაში. იზიდავთ მერე არეულობის წესრიგად გადაქცევა და პირიქით. შესაძლოა, ასეთ ადამიანებს შორის ერთადერთი ვარ და ილუზიას ვიქმნი, რომ მარტო სულაც … More მსხვრევა

Her

,,you can see in her eyes, that no one is her change” უკვე რამდენიმე საათია გიჟივით ცეკვავს, გამოვარდება ხოლმე ჩემკენ, მომეკრობა ზურგიდან, ჩამჩურჩულებს რაიმე შეუსაბამოს, არაფერ შუაში მყოფს, მომშორდება ძალიან ნელა და ისევ ცეკვას აგრძელებს. ის ჩემი Her არის და ეს ნაცვალსახელიც მთლიანად გამოხატავს მის აბსტრაქტულობას, ოღონდ ამ შემთხვევაში აბსტრაქტულობას ის არღვევს, რომ ხელ – … More Her

წერილი #8

შენთან ლაპარაკი მენატრება. *** ,,ღმერთი შენზე მეტად რომ უყვარდეს, აპატიებ?”-მეკითხება მარიამი. ვერა-მეთქი, ვპასუხობ და ვიცი, რომ ამაზე მეტ შვებას ვერცერთი პასუხი ვერ მოჰგვრიდა. *** მერე მარტივ ნაწილაკებად ვიშლები. იშლები შენც. გიჭირს. შენი გასაჭირი ჩემსაზე მძიმე სათრევია, რადგან მარტო ხარ, მაგრამ ზურგზე ტვირთს თუ მოიკიდებ, შუა გზაზე არ უნდა დატოვო. შენ ეს იცი. ალბათ, ადამიანებზეც იგივე … More წერილი #8

,,სხვები”

ქარს ყველაფრის წაღება შეუძლია?! *** სადარაჯოზე ვდგავარ – უფორმო, შიშატანილი, საკუთარი მიწისთვის უცხო. მტკაველებით ვცდილობ მანძილის გაზომვას. მხოლოდ ტალახის სუნს ვგრძნობ და აქა-იქ ამოსული გვირილების მარტოობას ვიზიარებ. ამ გზას იქით ისევე არ მელიან, როგორც ჩემს მიტოვებულ სახლში. ეს მდელო ბავშვობას მახსენებს, მაგრამ ბებიის გაკეთებული ჩაის არომატი არ დაჰყვება. ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება აღვწერო საკუთარი ქვეყანა, … More ,,სხვები”

მეოცე ანუ ვერაფერი ჩემ შესახებ

ჩანაწერი ტრადიციულად უნდა იწყებოდეს ასე: დღეს ბოლოჯერ ვარ ოცის და ერთადერთი რაც ვიცი ისაა, რომ ჩემი თავის შესახებ არაფერი ვიცი. მუდმივად გზაგასაყარზე ვდგავარ და ვერ ვხვდები, რომელი არჩევანია სწორი, შესაბამისად შეცდომების ჩვეულებრივ ექსპერტად ჩამოვყალიბდი. *** ალბათ, შუაღამეა. სანაპიროზე ვზივარ, ზღვაახდენილი გოგო. ისე, რა მაგარია, რომ ადამიანებს ახალი სიტყვების შექმნა შეგვიძლია, თორემ რა გამოხატავდა ვიღაცების ჩარჩოებში … More მეოცე ანუ ვერაფერი ჩემ შესახებ

ის, რაც კლავს

ეს ერთადერთი ჩანაწერია, რომელიც არ ვიცი, როგორ უნდა იწყებოდეს. მამაჩემი ავადაა. მთელი ღამეა მისი ხმა მესმის, დროგამოშვებით რომ ამოაყოლებს ხოლმე სუნთქვას. ვერც კი წრიალებს და მგონია, გულს ურევს ოთახში ჩემი ყოველი მომდევნო შესვლა. ამიტომაც ვდგავარ კართან და უბრალოდ, ველოდები. ისევ გადასხმისთვის საჭირო შნურებითაა სავსე იატაკი; ეს ჩემი ლაბირინთია, რომლიდანაც ვერაფრით ვაღწევ თავს. თეთრი ხალათები ერთგვარი … More ის, რაც კლავს