Them (#7)

,,But all will pass, will end too fast, you know.” ჩვენ ისტორია არ გვქონდა, უფრო სწორად კი – ეს სამის ისტორია იყო. მეზიზღებოდა #7-ის დაჟინებული მზერები და შუბლზე უკვე დიდი ხნის გაჩენილ ნაოჭებში დაგროვილი ზიზღის ყურება. ყველაფრისადმი აგრესიით სავსეში ვერაფერს ვხედავდი, მიზიდულობა რომ ჰქონოდა. გავოცდი, ანნას რომ შეუყვარდა, რადგან ,,She was too much”. მიკვირდა, როგორ … More Them (#7)

Them (#6)

მას შეეძლო, საკუთარ თავზე მეტად ღმერთი ჰყვარებოდა. ამიტომაც მისი ღმერთის გაცნობა მომინდა. *** მუქი ჭაობისფერი თვალები ჰქონდა, აქა-იქ ღია თაფლისფერი წერტილებით და ყოველთვის, როცა მიყურებდა, საშინელი შიში მიპყრობდა, ოღონდ მისი ღმერთის შიში. სულ ვეუბნებოდი, რომ არ შეიძლება, შიშის გამო გწამდეს, რადგან რწმენა შვება უნდა იყოს და არა კლიტე, რომელსაც ვერცერთი გასაღებით ვერ ხსნი. #6-ის ღმერთი იმდენად … More Them (#6)

Them (#5)

ბავშვობიდან ბევრი არაფერი მახსოვს, თუმცა აშკარაა, ძველი სათამაშოების ერთგული ვრჩებოდი ახლების ყიდვის მიუხედავად. ეს თვისება შემომრჩა. #5 – ძველი სათამაშო – გამაღიზიანებლად ჩვეულებრივი, ინტერესგამოცლილი, მაგრამ მაინც ძვირფასია. მასში მხოლოდ თვალების ჭრილი და სუნამოს უცვლელი სუნი მიყვარს. კიდევ მობრუნებები – ზურგით რომ მიდგას, თავადაც რომ სჯერა, ბოლო წასვლაა და წამის მეათედში ტრიალდება დაცარიელებული. იმისთვის რომ შეივსოს, … More Them (#5)

Them (#4)

როგორც ფროიდი იტყოდა, ,,Our loved one becomes a part of ourselves.” ის ვერასდროს შემიყვარებდა მუსიკაზე მეტად, მე კი საერთოდ ვერ შევიყვარებდი მას. ჩვენ თითქმის არაფერი ვიცოდით ერთმანეთის შესახებ, გვაკავშირებდა მხოლოდ მუსიკა და ყავა ერთი კოვზი შაქრით. რომ გავიცანი, სუნამოს სუნით დავიმახსოვრე. დავიჩემე, რომ ასეთივე მსუბუქი და გრილი უნდა ყოფილიყო. თავს ვიტყუებდი. მძიმე იყო. ზოგჯერ დედაზე … More Them (#4)

Them (#3)

​მას  უყვარდა ჩემს ზურგზე  ხალების დათვლა და მე – მისი თითების ფერება. მისი ზედმეტად თეთრი კანის სუნი ალბათ მუდმივია ჩემს მოგონებებში. საერთოდაც, #3 ის ბიჭია, ოდესღაც საქორწინო ფიცი რომ დავუწერე. ამიტომაც ამ ნაწილს არცერთი სათაური მოუხდება ,,I vow”-ზე მეტად. A shot of vodka.   დღემდე შენახული მაქვს მისი ნაჩუქარი მინდვრის ყვავილები. ბლოკნოტის ბოლოსწინა ფურცლებს შორისაა … More Them (#3)

Them (#2)

და ისევ გიყვებით მათზე, ვინც ოდესღაც მრავალმნიშვნელოვნები, მრავალწერტილებად კი არა, ციფრებად გადაიქცნენ. ადამიანი #2 – დეკემბრის სუსხივით.  ,,ბოლო დროს დამჩემდა უაზრო ლოდინი, ხომ ვიცი – არ მოვა. სხეულში გამიჯდა სიცივე ქრონიკით, მუზების გაქრობა ჩვევად იქცა და ვეღარც ვწერ რატომღაც. არ მოხვალ, არ მოვალ და ჩვენს შორის დარჩება დეკემბრის ის ერთი მოთოვა.” იკითხება 2011 წლის ჩანაწერებში. მაშინ … More Them (#2)

Them (#1)

ადამიანების დანომვრა, რაღა თქმა უნდა, საშინელი ჩვევაა, მაგრამ არის მომენტი, როცა იაზრებ რომ ისინი, ოდესღაც მნიშვნელობით სავსეები, მრავალწერტილებად კი არა, ციფრებად გადაიქცნენ. სწორედ ამიტომ ვიწყებ იმ ამბების წერას, რომლებიც მოგონებების ზედმეტად ღრმა ნაწილში არიან დალექილები. ადამიანი #1 (2010 წ.) მაშინ ჯერ ისევ ვარდისფერ, ცისფერ, იისფერგვერდებიანი ფურცლების სტუმარი გახლდათ #1. უვარსკვლაცო ცასავით შავი თვალები და გადამეტებულად … More Them (#1)