წერილი #9 ანუ დასასრული

ორი წელი დამჭირდა იმისთვის, რომ ჩემს ილუზიებში დამსხვრეულიყავი. ეს ალბათ უკანასკნელი წერილია შენი მისამართით პირველი არაფრისმთქმელი შეხვედრის შემდეგ. ძნელია, იმის აღიარება, რომ გამოგიგონე. შევქმენი შენი ყველა მიმიკა, ჟესტი, მონოლოგების მთელი სერია, რადგან ჩვენ დიალოგებს ვერასდროს ვუძლებდით. ზედმეტად ძლიერები აღმოვჩნდით იმისთვის, რომ ერთმანეთის სისუსტეების გაგვეგო და დავმთავრდით ისე, რომ არც დავწყებულვართ. მწერლებს უყვართ ადამიანები, რომელთა პერსონაჟებად … More წერილი #9 ანუ დასასრული

წერილი #8

შენთან ლაპარაკი მენატრება. *** ,,ღმერთი შენზე მეტად რომ უყვარდეს, აპატიებ?”-მეკითხება მარიამი. ვერა-მეთქი, ვპასუხობ და ვიცი, რომ ამაზე მეტ შვებას ვერცერთი პასუხი ვერ მოჰგვრიდა. *** მერე მარტივ ნაწილაკებად ვიშლები. იშლები შენც. გიჭირს. შენი გასაჭირი ჩემსაზე მძიმე სათრევია, რადგან მარტო ხარ, მაგრამ ზურგზე ტვირთს თუ მოიკიდებ, შუა გზაზე არ უნდა დატოვო. შენ ეს იცი. ალბათ, ადამიანებზეც იგივე … More წერილი #8

წერილი #7

,,In you I trust.” მეექვსე თვეა, რაც არ გწერ. ,,ბოლო ნაბიჯია”-მეთქი, ვამბობ და მაინც გული არ მიძლებს უთქმელობას. საერთოდ, ვერ ვხვდები, რა აზრი აქვს ნაბიჯების თვლას, როცა უბრალოდ შეგიძლია ადგე და მომენტებით იცხოვრო? ასე უფრო მარტივია, მაგრამ ადამიანებს ხომ არ გვიყვარს სიმარტივე. რეალურად, ჩემთან ყველაფერი ჩვეულებრივაა. მობარგდებიან და წაბარგდებიან ხოლმე ადამიანები და ყველა მიტოვებს ჩემს … More წერილი #7

წერილი #6

,,შენ ალბათ ფიქრობ- თუ ვხმაურობ, კარს მიხურავ და ყველაფერი კარგად იქნება.” დღეს ვფიქრობდი, როგორი შეიძლება იყოს იდეალური მდგომარეობა. ალბათ, ისეთი, ვერავინ რომ გკითხავს ,, მართლა როგორ ხარ? ”. *** სიჩუმე გვიდგას შუაში. ამდენი ხნის განმავლობაში პირველად არ ვიცი , როგორი სახე გაქვს , წაშლილი თუ იმდენ ემოციადატეული , რომ ვერაფერი ამოვიკითხე. შენ იცი , რამდენი … More წერილი #6

წერილი #5

,,You dont wanna let your baby down.” ვერ შეგელიე, ვერაფრით. გახსოვს , ერთხელ გითხარი ზღვარზე ვარ-მეთქი. დიდი ხნის მერე მიმიხვდი, რას ნიშნავდა ზღვარი და ისე გამიბრაზდი, თვალები შუშის გამიხდა. მას შემდეგ ვეღარ მოგიშინაურე და გამიჯდა შიში – დაკარგვის. მე არ მიყვარს შიშებზე წერა, მიხდებიან. სამაგიეროდ, შიშებს ვუყვარვარ მე და ჩემს სიზმრებსაც არ სწყალობენ. მესიზმრები ხოლმე … More წერილი #5

წერილი #4

                           You are always enough!  სახეზე სიცივე გადავიკარი და მოვედი. დღეს ჩემს ,,გამარჯობა”-ს უცნაური გემო აქვს, დაბმული ღიმილი დაჰკრავს. ვცდილობ , მოსალმებისას სივრცეში გავფანტო ჩვენი ამბავი და თვალებიც არ მიციმციმებდეს ისე, როგორც თვეების წინ. ვერაფერს გეუბნები , შენს ხელებს ვაჩერდები და ვიმახსოვრებ, რამდენ … More წერილი #4

წერილი #3

მომდევნო გამარჯობა. აღარ გკითხავ, როგორ ხარ. დღეს საშინლად ბევრს ვეწეოდი, მაგრამ ვერა და ვერ დავიხრჩვი. ვერც უპასუხობამ დამახრჩო, ვერც სიმშვიდე გადამცდა და სადღაც ზღვარზე , სადღაც აზრების სიღრმეში გამიელვა , რომ შენ მხოლოდ მაშინ მოდიხარ, როცა მოდიხარ. ადამიანები სტიქიასავით რომ მოვარდებიან , მერე სად მიდიან ხოლმე? შენი მოსვლები ქარის ზღაპარია, იცი? სულ კეთილი დასასრულებით , … More წერილი #3

წერილი #2

უცნაურია , მაგრამ როცა არ გეთამაშებიან , საკუთარ თავს უნდა ეთამაშო. ყოველთვის, როცა მომდევნო წერილს გწერ , საოცარი შეგრძნებაა ფანჯრიდან გადაყუდება , ჰაერის ღრმა ნაფაზები და დაშვების სურვილი. ყოველი წერილის დაწერის შემდეგ , მაჯას უნდა მისინჯავდე და მეტი, ალბათ, არაფერი. ყველაზე რთული საკუთარი სურვილებისგან გაქცევაა – სანამ გაიქცევი, უბრალოდ დგახარ და უყურებ , როგორ იქცევა … More წერილი #2

წერილი #1

გწერ იმ დღეებიდან, რომლებიც მომპარე. ზოგჯერ ვართ – არ ვიცი, ზუსტად რას ვგულისხმობ, მაგრამ ხომ არის მომენტები, როცა მე და შენ კი არა ჩვენ ვართ ხოლმე და მაშინ, შენ ვერაფრით ვერ იყვარებ ჩემს სიმშვიდეს. დღეს მოგყვებოდი. ალბათ, არ იცი , რას ნიშნავს მოგყვებოდნენ. გისმენდი, სულ გისმენდი, დროდადრო თვალს გამოგაპარებდი და გიღიმოდი, მერე კი ისე მაშინებდა … More წერილი #1