საუბრები #2 (სიჩუმე)

იყო თეთრი და თვალებში ჩამდგარი წერტილების ღამე. სიგარეტი ფილტრამდე მოვწიე, დავიშალე, ათასად მოვიკეცე და თვალები მაგრად დავხუჭე. ძალიან მინდოდა, რამე ლამაზი დამენახა, მაგრამ არაფერი შემრჩა სივრცეში გაჩენილი ფერადი რგოლების გარდა. ასე ჯდომა რომ მომბეზრდა, ფეხშიშველი გავედი აივანზე. მთელი სხეული აიტანა მინუსებმა, მაგრამ როცა გამოფხიზლება გინდა, სიცივე ყველაზე კარგი საშუალებაა. გადავეყუდე გულაღმა და დიდხანს ვცდილობდი ხელი ცისთვის მიმეწვდინა, … More საუბრები #2 (სიჩუმე)

საუბრები #1

*** თვალები მანახე რა! – გეუბნები და საშინლად მინდა, შენს გამოხედვაში გამოვემწყვდიო. შენ უცხო თვალები გაქვს და ყოველთვის, როცა მეჩეხები, ვივსები შეგრძნებით რომ ეს ჯერ კიდევ პირველი შეხვედრაა. უსახელო ადგილას ვსხედვართ, რომელსაც მე თუ მკითხავ, ვახსოვართ. ვახსოვართ მაშინ, როცა ჩავივლით და მაშინაც, როცა დღეებით , თვეებით ვიკარგებით და შესვლისთანავე გვეუბნება ,,Rester”. ჩემს დაუკითხავად უკვეთავ ყავას … More საუბრები #1