,,სხვები”

ქარს ყველაფრის წაღება შეუძლია?! *** სადარაჯოზე ვდგავარ – უფორმო, შიშატანილი, საკუთარი მიწისთვის უცხო. მტკაველებით ვცდილობ მანძილის გაზომვას. მხოლოდ ტალახის სუნს ვგრძნობ და აქა-იქ ამოსული გვირილების მარტოობას ვიზიარებ. ამ გზას იქით ისევე არ მელიან, როგორც ჩემს მიტოვებულ სახლში. ეს მდელო ბავშვობას მახსენებს, მაგრამ ბებიის გაკეთებული ჩაის არომატი არ დაჰყვება. ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება აღვწერო საკუთარი ქვეყანა, … More ,,სხვები”

მავთულხლართებიდან ორ ნაბიჯში

ვიღაცისთვის ორი კილომეტრი სარბენად გათვლილი დიდი მანძილია, ვიღაცისთვის კი საზღვრამდე ორი ნაბიჯი. ვწერ მავთულხლართებიდან ორიოდე ნაბიჯში. ადგილიდან, სადაც არც ისე თბილი სახლები და ზედმეტად ბევრი სიჩუმე დგას. *** სოფლამდე მისასვლელი გზა იმაზე ცარიელი და გრძელი აღმოჩნდა, ვიდრე ვიფიქრებდი. ჩასვლისთანავე სახეში ცივი ქარი შემომეხალა, მერე უცხო სახეებიც ჯარივით დამიდგნენ თვალწინ. დიდხანს ვიდექით ერთმანეთის პირისპირ და ვიღიმოდით. … More მავთულხლართებიდან ორ ნაბიჯში

მეექვსედან ჟურნალისტიკამდე

2013 წელს ბედნიერი ჩავირიცხე სასურველ ფაკულტეტზე და იმედებით გამოვიჭედე თავი, მას შემდეგ ორი წლის განმავლობაში გაფაციცებული ვიჯექი მეექვსე კორპუსის სხვადასხვა აუდიტორიაში და ვისმენდი ათასგვარ თეორიასა და იმ კანონებს, რომლებიც რეალურად არავის დაუწერია. გონებაში თეორიული მასალის ზრდის პროპორციულად იზრდებოდა ჩემი სურვილი, გავმხდარიყავი ჭეშმარიტად კარგი ჟურნალისტი. სწორედ თეორიების კითხვის პერიოდში გავიაზრე, რომ ჟურნალისტიკა ის პროფესიაა, რომელიც გამოცდილებაზე … More მეექვსედან ჟურნალისტიკამდე