21-ე ანუ ზღვარი 

მე ხომ ვიცი, რომ ეს ცხოვრება ვერაფრით გახდება ზღაპარი ქარზე და ისიც რომ ქარზე ზღაპარი არავის დაუწერია.  *** დღეს ბოლოჯერ ვარ 21-ის და გაგრძელება მაქვს. სამი წლის წინ ძალიან ბნელი სიზმარი ვნახე, რომელშიც 21-ის მოვკვდი. მას მერე მჯეროდა, რომ ეს რიცხვი ჩემი ზღვარი იყო. მთელი წლის განმავლობაში ჩემს თავს ვუმტკიცებდი, რომ რომელიმე საყვარელ ქუჩაზე მანქანა … More 21-ე ანუ ზღვარი 

Softly killing

მხოლოდ იმას ვამბობ, რომ არაფერია კარგად.  *** ფეხით ამოვუყევით იმ საღამოს გზას. ქეთი მეუბნებოდა , ადამიანებთან დისტანცია გჭირდება, ასე უფრო მარტივი იქნება, ნაკლებად გეტკინებაო. ვეთანხმებოდი, მაგრამ არ შემიძლია საკუთარი ტალღებიდან ის ადამიანები გამოვრიყო ნაგავივით ნაპირზე, ვისაც ჩემში ცურვის უფლება მივეცი. თუმცა ისინი ისედაც ხომ დაცურავენ, ნაპირებს ეჯახებიან, ყვინთავენ და ბრუნდებიან უკან ცის უკეთ დასანახად. ისინი, … More Softly killing

Doctors say. 

– დიაგნოზი : შფოთვითი აშლილობა.-მეუბნება ძალიან მშვიდად და დარჩენილი ანალიზების შედეგებს აკვირდება. მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რა მომივა, ფსიქოტროპული აბების რაოდენობას თუ გადავაჭარბებ და რომ გამოვფხიზლდები, შეგრძნებები თუ მემახსოვრება. რატომღაც არ მეშინია. -თქვენს ასაკში ეს მდგომარეობა გადამეტებულია.-ხელახლა იწყებს თეთრხალათიანი ქალბატონი ერთგვარი ლექციის კითხვას. ძალიან მეზარება მისი მოსმენა, რადგან დიაგნოზების გარეშეც ვხვდები, ემოციებს რომ ჩემი განადგურება … More Doctors say. 

მსხვრევა

მსხვრევადი ნივთებით სავსე უზარმაზარი ოთახი მჭირდება. ყოველთვის, როცა ვიგრძნობ, რომ რაღაც კარგად არაა, დაუნანებლად რომ ვესროდე კედლებს ამ ხარახურას და გულს რომ ვიჯერებ, იატაკზე დამჯდარი ვალაგებდე მათ. უცნაურია, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც მუდმივი ნგრევა-ლეწვა-მსხვრევა სჭირდებათ ცხოვრებაში. იზიდავთ მერე არეულობის წესრიგად გადაქცევა და პირიქით. შესაძლოა, ასეთ ადამიანებს შორის ერთადერთი ვარ და ილუზიას ვიქმნი, რომ მარტო სულაც … More მსხვრევა

მეოცე ანუ ვერაფერი ჩემ შესახებ

ჩანაწერი ტრადიციულად უნდა იწყებოდეს ასე: დღეს ბოლოჯერ ვარ ოცის და ერთადერთი რაც ვიცი ისაა, რომ ჩემი თავის შესახებ არაფერი ვიცი. მუდმივად გზაგასაყარზე ვდგავარ და ვერ ვხვდები, რომელი არჩევანია სწორი, შესაბამისად შეცდომების ჩვეულებრივ ექსპერტად ჩამოვყალიბდი. *** ალბათ, შუაღამეა. სანაპიროზე ვზივარ, ზღვაახდენილი გოგო. ისე, რა მაგარია, რომ ადამიანებს ახალი სიტყვების შექმნა შეგვიძლია, თორემ რა გამოხატავდა ვიღაცების ჩარჩოებში … More მეოცე ანუ ვერაფერი ჩემ შესახებ

ის, რაც კლავს

ეს ერთადერთი ჩანაწერია, რომელიც არ ვიცი, როგორ უნდა იწყებოდეს. მამაჩემი ავადაა. მთელი ღამეა მისი ხმა მესმის, დროგამოშვებით რომ ამოაყოლებს ხოლმე სუნთქვას. ვერც კი წრიალებს და მგონია, გულს ურევს ოთახში ჩემი ყოველი მომდევნო შესვლა. ამიტომაც ვდგავარ კართან და უბრალოდ, ველოდები. ისევ გადასხმისთვის საჭირო შნურებითაა სავსე იატაკი; ეს ჩემი ლაბირინთია, რომლიდანაც ვერაფრით ვაღწევ თავს. თეთრი ხალათები ერთგვარი … More ის, რაც კლავს

ორი გონების რომანი

,,ჩემი თავიდან მოშორება იმიტომ უნდოდა, რომ ეშინოდა თავდავიწყებით არ შევყვარებოდი. არ მესმოდა, რატომ  არ უნდა მიეცა საკუთარი თავისთვის სიყვარულის უფლება. ჯერ 30 წლისაც არ იყო, უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ნაადრევად დაბერება. საკუთარი თავისთის რაღაცის აკრძალვა ისევე აღელვებდა, როგორც სურვილების დაკმაყოფილება. ბოლოს დავრწმუნდი, რომ ჩემგან ყველაზე მეტად ინტელექტუალური პარტნიორობა უნდოდა – ორი გონების რომანი.” ჯულიან ბარნსი დიდი … More ორი გონების რომანი

რომ სახლები სუნთქავენ

კარგი სიტყვაა სახლი, გადამწონი, ძვირფასი, სირბილე დაჰყვება აქა-იქ და სიმძიმეც შეეპარება ხოლმე. სახლები სუნთქავენ, დადიან, გრძნობენ ან დგანან; ახლოები არიან ან შორები; თბილები ან ყინულის ყუთები და საერთოდაც, სავსეები ან ცარიელები. ჩვენ ვირჩევთ ან უკუღმართობას წამოვეგებით და უადგილოდ ვიჭედებით ხოლმე მათში. ნებისმიერ შემთხვევაში, სახლები გვჭირდება. *** ჩაქროლებამ გამაღვიძა, წამოვდექი, გამოვაღე ფანჯარა და ქარი შემოვუშვი. დიდხანს … More რომ სახლები სუნთქავენ

ამბავი მზეებწართმეულებზე

,,მაღალ ქუსლებზე შევდექი და მომიხდა კარე..“ – ასე დავიწყეთ საუბარი 5 წლის წინ. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო დეკემბრის სუსხი და არც წლების დარდი მოგვყვებოდა რომელიმეს. გავიზარდეთ-მეთქი , როგორ ვთქვა, მაგრამ ის მართლა გაიზარდა. ჭორფლიანი გოგოა, ჰოდა ასეც მივმართავ ზედმეტი სახელების გარეშე. მზის ღიმილი დააქვს თვალებით. *** არც ვიცი , როგორ მოვყვე. მაშინ ის მაგარი … More ამბავი მზეებწართმეულებზე

,,Protect me from myself”

არ მიყვარს ჩვეულებრივი დილები, გაურკვეველი ხასიათით რომ გეღვიძება და ისეთი შეგრძნება გაქვს, რაღაც დამანგრეველი რომ უნდა მოხდეს. მე არ ვარ Drama Queen, თუმცა ჩემი ემოციები არასდროს მაძლევენ საშუალებას ამ როლს მიღმა აღმოვჩნდე. *** ყავის ჭიქა ნახევრად სავსე დავტოვე საწერ მაგიდაზე, ,,Protect me from what I want” ჩართული დამრჩა და იქამდე აყრუებდა ჩემი ოთახის კედლებს, სანამ … More ,,Protect me from myself”