ჰო , ებაუთ

ლიკა ჯანყარაშვილი
მუდამ 21 წლის
ჟურნალისტი
ან ზედმეტად დაულაგებელი ჟურნალისტი

 

საერთოდაც, ქაოსი ვარ. ემოციური მანიაკი , რომელიც საკუთარი აზრების ერთ ადგილას გამოჭერასაც კი ვერ ახერხებს.

,,იქნებ ერთხელ სიმშვიდე გადამცდეს-მეთქი” ,ვფიქრობ, მაგრამ ზუსტად ვიცი , რომ გაწელილი სიმშვიდის მერე ნგრევა მომენატრება.

ქრონიკული შიში მაქვს – ადამიანების დაკარგვის. მგონია , რომ ერთ ძალიან უღიმღამოდ გათენებულ დღეს მომდევნო ვიღაც წავა და ეს წასვლა იქნება სრულიად უსიტყვო, მე კი დავრჩები ხელებგამოწვდილი – ხესავით.

ვოცნებობ, მყავდეს ის , ვისაც მხარზე ჩამოვეყრდნობი და მეცოდინება, რომ ყველაფერი მართლა კარგადაა. მერე თვალები სიმშვიდით ამევსება და ბედნიერების გემოს ვიგრძნობ.

მართლა არ ვიცი, როდის მომიტანს ცხოვრება ამ მომენტს , მაგრამ მანამდე , ვიქნები ასე – სიჩუმისმთქმელი გოგო, რომლის ცხოვრებაც მძიმეებია და წერტილი არ აქვს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s