Them (#7)

,,But all will pass, will end too fast, you know.”

ჩვენ ისტორია არ გვქონდა, უფრო სწორად კი – ეს სამის ისტორია იყო.

მეზიზღებოდა #7-ის დაჟინებული მზერები და შუბლზე უკვე დიდი ხნის გაჩენილ ნაოჭებში დაგროვილი ზიზღის ყურება. ყველაფრისადმი აგრესიით სავსეში ვერაფერს ვხედავდი, მიზიდულობა რომ ჰქონოდა.

გავოცდი, ანნას რომ შეუყვარდა, რადგან ,,She was too much”. მიკვირდა, როგორ შეეძლო მასთან ერთად ხელჩაკიდებულს ხეტიალი, მხოლოდ მისთვის ღიმილი, თვალის მოუშორებლად ამბების მოყოლა და მისი დარდის ტარება. საერთოდაც, არ მჯეროდა, რომ #7-ს დარდი ჰქონდა. ისინი მხოლოდ ზოგჯერ იყვნენ ბედნიერები და მე ვიდექი მათ შორის, როგორც ქუჩაში ზოგჯერ შემხვედრი გოგო, რომელიც ძალდატანებით აფრქვევდა ზრდილობას.

18424481_1670748389621442_1179629164_nანნამ იცოდა, რომ ცხოვრება ძაღლური იყო და რომ ზოგჯერ ადამიანებს მხოლოდ საშინელებების თქმა შეგვიძლია ერთმანეთისთვის. #7-ც ამ საშინელებების მსხვერპლი ხდებოდა და ერთხელაც მე მისი ძაღლური ყოფის წილი – მესამე პირი აღმოვჩნდი. რამდენიმე საათი ვისხედით გვერდიგვერდ, Placebo-ს სიმღერების ფრაზებით ვსაუბრობდით და იმდენს ვეწეოდით, ერთმანეთის დანახვა რომ გაგვჭირვებოდა. არაფერი მიგრძვნია, პირველად რომ შემეხო; მეორე შეხებაზე მისი ყველაფრისადმი ზიზღი ჩემს ზიზღად იქცა. დავყევი და დავიკარგე, საკუთარ თავს გავუცრუვდი. ვინანე, იმ წამიდანვე სხეულიდან დანაშაულის გრძნობის წმენდა დავიწყე, მაშინვე შევუდექი ბრძოლას # შვიდის დარდთან, რომლის განაწილებასაც ჩემთან აპირებდა. და თურმე, მას მართლა ჰქონდა დარდი და  მისი შუბლის ნაოჭებში ზიზღთან ერთად სევდასაც შეიძლებოდა ჰქონოდა ბინა.

მე #7-ის ანნას ვიცნობდი, თავად #7 კი მხოლოდ ის ,,Nothing is Okay” ბიჭი იყო, რომელმაც ერთხელ მითხრა, რამდენად არაფერი იყო ჩემს გარეშე. არადა ის ისედაც არაფერი იყო საკუთარი ამბიციების გარდა. არ მჭირდებოდა მისგან თავის დახსნა, რადგან ჩემში მისი არსებობა მხოლოდ ჩემივე სინანულით განისაზღვრებოდა. სამაგიეროდ, ჩვენ ორს გვყავდა ანნა მკვეთრი წითელი ტუჩსაცხით და ლამაზი კაბებით. ანნას არ უყვარდა მშიშარა ადამიანები და მას შემდეგ, რაც მე #7-ის შიშად ვიქეცი, ის უბრალოდ დაპატარავდა და გაქრა ისე, რომ ერთხელაც ვერ გაბედა უკან მოხედვა.

და იქნებ, ჩვენ სამსაც კი არ გვქონია ისტორია?!
და იქნებ, #7 უბრალო ციფრი იყო ამ ძაღლურ ცხოვრებაში?!
და იქნებ, ყველაფერი ,,იქნებ”-აა.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s