Softly killing

მხოლოდ იმას ვამბობ, რომ არაფერია კარგად. 

***

ფეხით ამოვუყევით იმ საღამოს გზას.
ქეთი მეუბნებოდა , ადამიანებთან დისტანცია გჭირდება, ასე უფრო მარტივი იქნება, ნაკლებად გეტკინებაო. ვეთანხმებოდი, მაგრამ არ შემიძლია საკუთარი ტალღებიდან ის ადამიანები გამოვრიყო ნაგავივით ნაპირზე, ვისაც ჩემში ცურვის უფლება მივეცი. თუმცა ისინი ისედაც ხომ დაცურავენ, ნაპირებს ეჯახებიან, ყვინთავენ და ბრუნდებიან უკან ცის უკეთ დასანახად. ისინი, აბსოლუტურ გაურკვევლობაში მოქცეულები, გულის კედლებს მინგრევენ. 

***

მართალია ქეთი. იმ წრის შუა წერტილი, რომელიც ჩემ გარშემო ტრიალებს, თავად უნდა ვიყო. სხვანაირად საზღვრები ირღვევა და სივრცითი აშლილობის მსხვერპლი ვხდები. არ ეთქმის ამას ასატანი ტკივილი. 

დავდივარ. ჯერ ვცდილობ ჩემს თავს ღიმილი სულ თავიდან ვასწავლო, მაქსიმალურად ვატანებ ძალას, ვატყობ, როგორ მიკანკალებს ტუჩები მაგრამ მაინც ვექაჩები აქეთ-იქით. ვერ ვუძლებ, პანიკურ სიცილში გადამდის ღიმილის მცდელობა და ვიცი, როგორ მჭამენ ქუჩაში მოსიარულე სხვების თვალები. მე მათ ვაშინებ. ასეთ დროს ზიზღი მიჩნდება ხოლმე საკუთარი თავისადმი, ისეთი სუსტი ვარ, როგორც არასდროს. ვინმეს კი არა, საკუთარ ჩრდილსაც გავურბივარ, თითქმის არ ვმოძრაობ, მხოლოდ მიმიკები მეცვლება და ხმა მიქრება. როგორი უნდა იყოს ხმის ჩაქრობა? ასეა უბრალოდ, ყველა უემოციო, ბგერების ჯაჭვი.

ამ ხმით სიკვდილზე ვყვები. 

***

-ყველასთან თამაში დასაშვებია?-ვეკითხები ქეთის. 

-დისტანცია. – მიმეორებს ის.

-მერე შორები არ ხდებიან?- უნდა იცოდეს მან ამაზე პასუხი, მაგრამ ჩუმადაა. უფრო მშვიდად იქნებიო. ალბათ, საკუთარ ტალღებში დაძინებას შევძლებ. 

*** 

მე რომ მკითხონ, სიკვდილი ზედმეტად ახლო რამეა, ადამიანების შიგნით გამომწყვდეული. გულის კედლების ჩამონგრევით იწყება და გრძელდება ზედმეტად ნელა. სხეული თბილია – ჯერ ისევ, მაგრამ თბილ სხეულებს ერთმანეთის პოვნა არ შეუძლიათ. და აქამდე, უკან, მხოლოდ შეშვებაა – გაზიარება შენი თავის. რთულდება ყველაფერი. 

ღელვა, ტალღები და სხვების დინება. 

ნელი სიკვდილი. 

***

,,ბოლო აბ წამალს ვსვამ.”- საკუთარ თავს მესამე წელია ამას ვპირდები. თავში მხოლოდ მარტოობა მაქვს და ბევრი ტკივილი. 

მეტროში უკვე ატირებული ჩავდივარ, აღარ ვიწმენდ თვალებს, მღლის. ამღვრეული ვარ. არ მინდა, რომ მიყურებდნენ. 

აბსოლუტურად არაფერია კარგად. 

კარგად. 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s