Them (#4)

როგორც ფროიდი იტყოდა, ,,Our loved one becomes a part of ourselves.”

ის ვერასდროს შემიყვარებდა მუსიკაზე მეტად, მე კი საერთოდ ვერ შევიყვარებდი მას.
ჩვენ თითქმის არაფერი ვიცოდით ერთმანეთის შესახებ, გვაკავშირებდა მხოლოდ მუსიკა და ყავა ერთი კოვზი შაქრით. რომ გავიცანი, სუნამოს სუნით დავიმახსოვრე. დავიჩემე, რომ ასეთივე მსუბუქი და გრილი უნდა ყოფილიყო. თავს ვიტყუებდი.

მძიმე იყო. ზოგჯერ დედაზე მიყვებოდა ხოლმე. დანარჩენი კი ჩვენს საუბარში არაფერი იყო – მკვეთრი წითელი ტუჩსაცხისა და ჩემი გარეგნობის უაზრო ტემპით ცვალებადობის გარდა.
ერთხელ ძალიან მშვიდად მითხრა, ერთმანეთიც კი არ გვაქვს საერთოო და განაგრძო, სად დავლიოთ ყავაო. მე მომწონდა ურთიერთობისგან ასე გაქცევის ამბავი, რადგან არცერთს არ გვჭირდებოდა ზედმეტი პასუხისმგებლობა, სერიოზულობა და ჩარჩოები. ისედაც ძლივს ვუძლებდით ბავშვობიდანვე სხეულებზე ,,შემოჭედებულ” წესებს, რომ ეს ასე უნდა იყოს და რომ ამას ეს უნდა ერქვას. ჩვენი ნება რომ ყოფილიყო, ერთმანეთის სახელებსაც დავივიწყებდით.

#4-ს მშვიდი ცურვა უყვარდა, ფროიდი, Zeppelin და ჩემი ცხვირი. მშვიდდებოდა, თავს რომ ვადებდი და ისე ვუყვებოდი განვლილი დღეების შესახებ. მან ყველაფერი იცოდა ჩემი გასაჭირების გარდა. ვიცოდი, ერთ დღეს უნდა წასულიყო და არ მჭირდებოდა მისი შეცოდება-დარჩენები, საკუთარი თავის მხრიდანაც საკმარისი მეჩვენებოდა ეგ გრძნობა.

#4 ჩემი მარტოობა იყო – ზუსტად ისეთი, მიტოვებულები რომ განიცდიან. მას არაფერი გაეგებოდა ჩემი დამოკიდებულებების შესახებ. სამაგიეროდ, ჩემი ყველა სიზმარი იცოდა; არ ეზარებოდა მათი წარმოდგენა და გაზიარება. ჩემთან ერთად ეშვებოდა ხოლმე ცათამბჯენებიდან ყოველ ღამით და დაცემამდე წამის მეასედით ადრე ეღვიძებოდა. მიყვარდა, ამ მომენტის წარმოდგენისას თვალების ქვეშ რომ ხაზები უჩნდებოდა. #4-ს უკვირდა ჩემი მუდმივად შავ-თეთრი სიზმრები, რით ვერ გააფერადეო, მეკითხებოდა. ნეტავ, ახლა შემეძლოს თქმა, რომ როგორც იქნა, შევძელი.

რამდენიმე თვე გავძელით ასე – ჩემი წითელი ტუჩსაცხის და მისი მუსიკის სიყვარულის წყალობით. ორივემ ვიცოდით, რომ გაგრძელება არ გვქონდა, ჰოდა ერთმანეთის სახლში გადაბარგებებამდე დავტოვეთ ერთმანეთი ჯიბეებში მარტივმოგონებებჩაწყობილებმა. არცერთს არ გვტკენია. დამშვიდობების სიჩუმეებსაც გადავურჩით და ეგ იყო.

#4-ს რომ ჰკითხოთ რამე, პასუხს დაიწყებს ასე ,,როგორც ფროიდი იტყოდა…” არადა,არაფერსაც არ იტყოდა ფროიდი და არც თავად მეოთხე იმის გარდა, რომ ერთმანეთში რაღაც ნაწილები დავტოვეთ.

ჩემთვის ციფრად დარჩა, თავად კი ვიღაც მუსიკაზე მეტად შეიყვარა. ჩემს შემდეგ.

P.s. და ეს აქ. Dazed and confused.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s