წერილი #9 ანუ დასასრული

ორი წელი დამჭირდა იმისთვის, რომ ჩემს ილუზიებში დამსხვრეულიყავი.

ეს ალბათ უკანასკნელი წერილია შენი მისამართით პირველი არაფრისმთქმელი შეხვედრის შემდეგ. ძნელია, იმის აღიარება, რომ გამოგიგონე. შევქმენი შენი ყველა მიმიკა, ჟესტი, მონოლოგების მთელი სერია, რადგან ჩვენ დიალოგებს ვერასდროს ვუძლებდით. ზედმეტად ძლიერები აღმოვჩნდით იმისთვის, რომ ერთმანეთის სისუსტეების გაგვეგო და დავმთავრდით ისე, რომ არც დავწყებულვართ.

მწერლებს უყვართ ადამიანები, რომელთა პერსონაჟებად ქცევაც რთულია, მაგრამ საინტერესო. ამიტომაც შეგიყვარე და შენ არსებობდი, როგორც ჩემი სხვა ტალღა.

***
-კარგად ხარ?-არაადეკვატური ღიმილი ჩნდება ჩემს სახეზე და ყოველგვარი პასუხის გარეშე სიგარეტს ვუკიდებ. ზუსტად ვიცი, რომ ეს ერთადერთი კადრია ჩემ შესახებ შენს მოგონებებში, რადგან ჩვენი ყოველი შეჯახება სწორედ ამ კადრით სრულდებოდა. მაინც ყველაზე ძვირფასი ის მგონია,გულთან მიხუტებული სულ პირველი წერილით რომ მოგადექი. მაშინ ვერაფრით აღმიმართე კედელი წინ და რომც მოგეხერხებინა, დგება დღეები, როცა სიმწრით ნაშენები კედლები მტვრად იქცევა და ეს საოცრად ლამაზი სანახაობაა.

You met me at a very strange time in my life.  

ეს ყველაფერს ხსნის. ჩვენც.

-მგონი ძალიან კარგად ვარ.-გიგვიანებ. პირველად არ გატყუებ ჩემი ყოფის შესახებ, პირველად არ ვთამაშობ სიტყვებით და არც თავი მაქვს მიწისქვეშეთამდე ჩახრილი. წარმოუდგენლად სასიამოვნოა, როცა რაღაც გეშვება და მით უმეტეს თუ ეს რაღაც ბევრი ამბით დამძიმებული ადამიანია. ზურგიდან მოგიხსენი. აღარ გატარებ. გაჩვეულებრივდი ან ჩემს ფანტაზიაში დიდი ადგილი დაკარგე და აღარ ლამაზდები. ერთადერთი რაც შეგრჩა, ნაცრისფერი სუნთქვა და ჭაობისფერი თვალებია.

***
გწყვეტ. დიდი დრო გავიდა. იმ ადგილებს ისევ ახსოვხარ, რომლებშიც ვიწერებოდით. ეს მათი ერთგვარი ვალდებულებაა, სამაგიეროდ მე გავთავისუფლდი.
ამიერიდან შეგიძლია ჩემ მიერ გამოგონილი პერსონაჟი ითამაშო.

ნახვამდის.

Advertisements

4 thoughts on “წერილი #9 ანუ დასასრული

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s