Doctors say. 

– დიაგნოზი : შფოთვითი აშლილობა.-მეუბნება ძალიან მშვიდად და დარჩენილი ანალიზების შედეგებს აკვირდება. მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რა მომივა, ფსიქოტროპული აბების რაოდენობას თუ გადავაჭარბებ და რომ გამოვფხიზლდები, შეგრძნებები თუ მემახსოვრება. რატომღაც არ მეშინია.

-თქვენს ასაკში ეს მდგომარეობა გადამეტებულია.-ხელახლა იწყებს თეთრხალათიანი ქალბატონი ერთგვარი ლექციის კითხვას. ძალიან მეზარება მისი მოსმენა, რადგან დიაგნოზების გარეშეც ვხვდები, ემოციებს რომ ჩემი განადგურება შეუძლიათ და ეს ფაქტი დიდად არ მაწუხებს. ამჯერად იმაზე ფიქრი მიტრიალებს თავში, როგორ დავასრულებინო ექიმს მომაბეზრებელი მონოლოგი. არ გამომდის. ველოდები, როდის დაიღლება გაუგებარი ტერმინების რახარუხით ან ჩემი ვიზიტის დრო როდის ამოიწურება.

***  

ამ აპარატში შესვლა ბავშვობაში ძალიან მინდოდა, მაგრამ ვერ ვიფიქრებდი ოდესმე თუ დამჭირდებოდა. გამხადეს და მოძრაობა ამიკრძალეს, მერე ვიგრძენი, როგორ იქმნებოდა ჩემ გარშემო მაგნიტური ველი და როგორ მიძვრებოდნენ თავში ვიღაცები. გულში დავცინოდი, მაინც ვერაფერს გამიგებთ-მეთქი და პარალელურად იმას ვდარდობდი, რომ ყველაფერი ესმოდათ. თვალები გავახილე და გასაოცარი სისწრაფით ისევ მოვჭუტე. გარშემო სივრცის ნატამალი არმქონდა და სადაცაა, სუნთქვას ვეღარ შევძლებდი. ნეტავ, ყველა პაციენტს ეძინება ხოლმე ამ აპარატის უსასრულო ხმაურში თუ მე აღმოვჩნდი ის, ვინც ფანტაზიაში გადაშვება ამჯობინა ამ ღრჭიალის მოსმენას?! როცა გამეღვიძა, ყველა სიზმარი მახსოვდა, ძალიან ბევრი იყო, თითქოს მთელი წლის მარაგი ამოვწურე. ყველა სიზმარი ლამაზი იყო, ძვირფასი რამეებით სავსე. გაღიმება მომინდა და მივხვდი, რომ სახეზე მოჭედებული ბარიერი ამის საშუალებას არ მომცემდა. გავბრაზდი. დანაშაულია, ადამიანს გაღიმება მოუნდეს და ვერ შეძლოს. წარმოვიდგინე, რომ სიკვდილი ასეთია – ფეხის თითებიდან თმის ღერებამდე ბრუვდები, ვერ მოძრაობ და ცდილობ ჰაერი გამოიზოგო. მცდელობისას შესაძლოა, გეგონოს, რომ მომდევნო ამოსუნთქვა აღარ იქნება და სისხლი შიშად გექცევა. გრძნობ შიგნიდან ამ შიშის შეხებას, სისხლძარღვებში გეფანტება და თავს ვერ გაღწევს. მერე იმაზე ფიქრობ, შიშს შენზე მეტად ხომ არ ეშინია შენი სხეულის. ამ დროს სხეულიც უფორმო გეჩვენება, თითქოს ყველა ჭუჭრუტანას მოიცავს, როცა უნდება. ნელია და უხმო. 

***

მაგრამ სიკვდილი არ მოდის. ის მოჩვენებითია. გარკვეულ მომენტში ვხვდები, რომ თითებს ერთმანეთს ვახებ, მიჭირს, მაგრამ როგორღაც ხომ გამომდის. ვიჭიმები. ვიცი, რომ ეს დასაწყისია. თეთრხალათიანებში ვცხოვრობ. ისინი ბევრ რამეს ამბობენ, მათი არ მესმის. ჩემი ოთახი სხვადასხვა ფორმის აბების საწყობად გადაიქცა.

-ხომ არ შეგეშინდა?-მიტრიალებს თავში გამოფხიზლებისას გაგონილი ფრაზა. არა-მეთქი, ყოველ ჯერზე ვპასუხობ. ერთადერთი რასაც ხსნა შეუძლია, მუსიკაა. 

Sing me to sleep. 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s