მსხვრევა

მსხვრევადი ნივთებით სავსე უზარმაზარი ოთახი მჭირდება. ყოველთვის, როცა ვიგრძნობ, რომ რაღაც კარგად არაა, დაუნანებლად რომ ვესროდე კედლებს ამ ხარახურას და გულს რომ ვიჯერებ, იატაკზე დამჯდარი ვალაგებდე მათ.

უცნაურია, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც მუდმივი ნგრევა-ლეწვა-მსხვრევა სჭირდებათ ცხოვრებაში. იზიდავთ მერე არეულობის წესრიგად გადაქცევა და პირიქით. შესაძლოა, ასეთ ადამიანებს შორის ერთადერთი ვარ და ილუზიას ვიქმნი, რომ მარტო სულაც არ აღმოვჩენილვარ ამ გაუგებრობაში, მაგრამ რეალურად, ვინ იცის.

***
მთელი დღეა არავისთან მილაპარაკია, ვზივარ ფანჯარაზე დუმილად ქცეული და არსებობას პულსს ვუსინჯავ. ზუსტად ვიცი, არასდროს მეყოფა ძალა, გადავეშვა ამ ფანჯრიდან, თუმცა იქნებ სადმე არსებობს მექანიზმი, რომელმაც დროის შერჩევა იცის და სიმაღლიდან ჩემი დანარცხებაც არ გაუჭირდება.
მორიგი. მორიგი. მორიგი.
არავინ გავჩენილვართ იმისთვის, რომ მორიგებად გადავიქცეთ და ჩრდილები დავრჩეთ. და თუ სამყაროში სამართლიანი კვეთები არსებობს, ადამიანები ამ კვეთებს მიღმა არ უნდა ვიყოთ. უფლება უნდა გვქონდეს, რომ საკუთარი თავები ხელისგულებით ვატაროთ და თვალისჩინზე მეტად ვუფრთხილდებოდეთ. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ თვალისჩინის გარეშე შეხებით ცხოვრების სწავლა შეგვიძლია; სმენის გარეშე აღქმით; გემოს გარეშე ვიზუალით და ა.შ უსასრულოდ, მაგრამ შეუძლებელია ადგე და სანაგვეზე მოსროლილი არსებობა ახლიდან დაიწყო, გააფერადო და ისე გააგრძელო, თითქოს გუშინდელი სიბნელე არც კი ყოფილა.
თუ სამყაროში მე წერტილი ვარ, შეუძლებელია ნაწილებად დაშლა არ შემეძლოს, მაგრამ მერე ხომ არავინაა, ვინც მასწავლის, როგორ აღვდგე ფენიქსივით.

***
ვიმსხვრევი. სახლი ყირაზე დგას, მე უფრო. ეზოდან ვიღაცების გაუსაძლისი სიმღერა ისმის. მაინც არ მაწუხებს. ბოლო ჭიქა წითელ ღვინოს ვსვამ და ვფიქრობ, მომგვრის თუ არა ამ ჭიქის სროლა ოდნავ შვებას.

მორიგი ჭიქა.
არაფერია.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s