Her

,,you can see in her eyes, that no one is her change”

უკვე რამდენიმე საათია გიჟივით ცეკვავს, გამოვარდება ხოლმე ჩემკენ, მომეკრობა ზურგიდან, ჩამჩურჩულებს რაიმე შეუსაბამოს, არაფერ შუაში მყოფს, მომშორდება ძალიან ნელა და ისევ ცეკვას აგრძელებს. ის ჩემი Her არის და ეს ნაცვალსახელიც მთლიანად გამოხატავს მის აბსტრაქტულობას, ოღონდ ამ შემთხვევაში აბსტრაქტულობას ის არღვევს, რომ ხელ – და გულშესახებია.

***
-დამხატავდი? – თავს ვაქნევ. ტატიანამ იცის, რომ ჩემი ხატვა ფურცელზე რამდენიმე წერტილში მკვეთი ხაზების დასმაა. ნუ, აქა-იქ დაცარიელებული სახლები და დახუჭული თვალები.
– მე კი არა, ნამდვილს დამხატავდი? – ამაზე კი-მეთქი ვპასუხობ. უკვე წარმომიდგენია, როგორი იქნება ღიმილი, რომელსაც მოვხაზავ, რადგან მისი გარეგნობიდან მხოლოდ ის მახსოვს, როგორ ეკეცება ტუჩის მარცხენა კუთხე და როგორ უჩნდება თვალების ქვეშ სამიოდე ხაზი. მგონია, რომ ამაზე მეტი მკაფიოება საჭირო არცაა. ის ფიქრს არ მაცდის, სიგარეტს უკიდებს და ღრმა ნაფაზის მერე თითქოს თავისთვის აგრძელებს ლაპარაკს.

-ადამიანებს ვაშიშვლებ, ყველგან. აი, იმ ქალს გახედე და წამით მაინც წარმოიდგინე რომ ჩვენ წინ გახდილი დგას, თავდაჯერებულია და იღიმის. – ობიექტისკენ ვიყურები. ჯანდაბა-მეთქი და მომენტალურად ვატრიალებ თავს. – ჰო, აი ზუსტად ეგეთი რამე მემართება ყველა ადამიანზე. წარმომიდგენია და მერე გაქცევა მინდება, ჩაკეტვა, სიბნელე. – ესეც რომ არ ეთქვა, ტატიანა მოსიარულე გაქცევაა. წრფეების გროვა, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ კვეთენ ერთმანეთს, მაგრამ ქაოსის შექმნა კი აშკარად ეხერხებათ.

***
გულდაღმა ვწევარ. ისიც, ჩემზე.
-როგორი ხარ. – მისი წარმოთქმული ყოველი ბგერა ჩემს კანზე იფანტება, ვკრეფ, ვინახავ.
-გეძახი. – ქმედებას ვიმეორებ. ბედნიერი ვარ-მეთქი, ვპასუხობ.
-განა რამე, რა მაგარია, რომ როცა ხმის ამოღება მინდება, პირველი შენ მახსენდები. – ახლა მის ხმას ვკრეფ, მასაც ვინახავ. ძვირფასი ხარ-მეთქი, ვერ ვხედავ, მაგრამ ვიცი, ეღიმება. ჩემს მხარზე ჩამოდებულ ცხვირს ჭმუხნის და ოდნავ იცვლის მდგომარეობას. ასეთია, ჩვეულებრივი.

***
რაღაც დეტალებს აშტერდება ხოლმე, ამჯერად აგურის კედელზე აჭედებულ სურათს არ აშორებს თვალს. რა ლამაზიაო. ვეთანხმები. ახლა ბევრ რამეზე ფიქრობს, არავითარ შემთხვევაში ვეკითხები, რაზე. ბოლოს თვითონ მიტრიალდება:
-რა უფლება გვაქვს, საკუთარ თავებს ამას რომ ვუკეთებთ? – თუ გაინტერესებთ ,,ამას” რას ნიშნავს, მხოლოდ იმას გეტყვით რომ ინდივიდუალურია, მაგრამ ნაწილებად დაშლის ტკივილის ტოლფასი. ტატიანა ხშირად იშლება, მაგრამ ვინ მისცა უფლება, რომ ერთ დღესაც ვერ ააწყოს ისევ Her.

***
შორსაა. მოდის. რა თქმა უნდა, დააგვიანა. ძალიან დააგვიანა. მაგრამ მოდის და იღიმის და ქუჩასაც კი არ აქვს უფლება მის ხმაურს გაერიოს. ასეთია, ჩვეულებრივი.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s