წერილი #8

შენთან ლაპარაკი მენატრება.

***
,,ღმერთი შენზე მეტად რომ უყვარდეს, აპატიებ?”-მეკითხება მარიამი. ვერა-მეთქი, ვპასუხობ და ვიცი, რომ ამაზე მეტ შვებას ვერცერთი პასუხი ვერ მოჰგვრიდა.

***
მერე მარტივ ნაწილაკებად ვიშლები.
იშლები შენც.
გიჭირს. შენი გასაჭირი ჩემსაზე მძიმე სათრევია, რადგან მარტო ხარ, მაგრამ ზურგზე ტვირთს თუ მოიკიდებ, შუა გზაზე არ უნდა დატოვო. შენ ეს იცი. ალბათ, ადამიანებზეც იგივე წესი მოქმედებს და ერთადერთი, რასაც მიტოვებაში ვერ ეგუებიან, შუა გზაზე ,,ჩამოსმის” ამბავია.

-ძალიან გიჭირს?-შენი ზურგი არმპასუხობს, სუნთქვის ტემპი იმაზე მეტს ლაპარაკობს, ვიდრე უფლებას აძლევ. როგორ გიყვარს რაღაც წესების ჩამოყალიბება, აშტერდები და კითხულობ ყოველ წუთს.
,,წესი #1:გაიღიმე.” კარგი რა. ნუთუ, ჯერ ისევ გჯერა რომ ღიმილები მდგომარეობებს ცვლიან?! ,,წესი #2: დაიცავი.” – მხოლოდ იმიტომ რომ შენზე სუსტია?! ადამიანებს საჭიროზე მეტი ძალა გვაქვს არადა, ოღონდაც სხვებისთვის – არა.
,,წესი #3: მე.”
შენ ოდესღან – ,,მომღიმარი და თავისუფალი ჩემს სიზმრებს სხვებს უხდენდი”. 
და ახლა შენ – მძიმე, მკაცრი, უსიტყვო, ნამდვილი. ასეთს რომ ვერ შეგიყვარებდნენ. შენ, რომელმაც მხოლოდ ერთხელ არ დაუჯერე საკუთარ თავს და ისიც ვერ აპატიე. ისე, რატომ ვპატიობთ ხოლმე სხვებს იოლად და საკუთარ თავებს ვერაფრით?! ხომ ამბობენ, რომ ვინც გიყვარს, მისი პატიება იოლიაო. ნუთუ სხვებს საკუთარ თავებზე მეტად ვიყვარებთ ხოლმე? მერე რა, რომ ეგოისტები ვართ და მერე რა რომ ეგოიზმზე ვაშენებთ ყველა გრძნობას? ნუთუ ყველაფერი ,,მერე რა”. და ეს წესები, მაინც ვის რაში სჭირდება ისინი?! კანონები იმისთვის შევქმენით, რომ დავარღვიოთ და ახლა კიდევ რაღაც დამატებითი დებულებაა საჭირო, რომ მისი ღალატით დავტკბეთ? არ მესმის.

***
ბოლო დროს თითქმის არაფერი მესმის. გულაღმა ძილს გადავეჩვიე და ფანჯრიდან ყურებას. ჩემს ძმასაც არ ვკოცნი ხოლმე თვალებში დილაობით. მხოლოდ გამოღვიძებების და ღიღინის ჩვევა შემომრჩა. ვახელ ხოლმე თვალებს და სრულ სიჩუმეში გაისმის ,,Put your eyes on me, and I know a place where we can get away”. რა ცუდია, რომ არ გიყვები ჩემზე. მზისფერი თმა აღარ მაქვს. როდის უნდა გადავეჩვიო ყველა გაბრაზების დროს მაკრატლის მოძებნას და თმის ღერებს არაპროპორციულად შემოკლებას. სამაგიეროდ, წესებს შევეშვი – ყველას. დასაცავად ადამიანებიც მეყოფიან-მეთქი, ვფიქრობდი, მაგრამ შენ ერთსაც კი არ გყოფნი. ალბათ,ზედმეტად ბევრი ხარ.

As always, too much.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s