,,სხვები”

ქარს ყველაფრის წაღება შეუძლია?!

***
სადარაჯოზე ვდგავარ – უფორმო, შიშატანილი, საკუთარი მიწისთვის უცხო. მტკაველებით ვცდილობ მანძილის გაზომვას. მხოლოდ ტალახის სუნს ვგრძნობ და აქა-იქ ამოსული გვირილების მარტოობას ვიზიარებ. ამ გზას იქით ისევე არ მელიან, როგორც ჩემს მიტოვებულ სახლში. ეს მდელო ბავშვობას მახსენებს, მაგრამ ბებიის გაკეთებული ჩაის არომატი არ დაჰყვება. ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება აღვწერო საკუთარი ქვეყანა, რომელიც ხელის ერთ გაწვდენაზეა და მაინც ვერ ვწვდები.
აქ ჯარისკაცები არ დგანან, არასდროს.

ნია მეუბნება, ზაფხულობით საზღვარზე მაყვალს ვაგროვებ ხოლმე, მაგრამ მეშინია მათი ძაღლები არ გამომედევნონ, თორემ დამიჭერენო. იცით?! ნიას საერთოდ არ აქვს ბავშვური კანი და არც ფიქრები, ალბათ. გუშინდელი დღესავით ახსოვს, როგორ ,,წარეკეს” ბოლოს საკუთარი საქონლის საძებნელად წასული მოხუცები, შემოღამებულები, უსუსურები.
-სად მიჰყავთ?-სიფრთხილენარევი ხმით ვკითხულობ.
-ცხინვალში.-მპასუხობს და ფანჯარაში გამოჭიმულ სიცარიელის ხედს უშტერებს მზერას. ,,ცხინვალი, ისინი, სხვები” – ეს სიტყვები შიშია, ოღონდ მხოლოდ ამ ადამიანების. არადა ყველას უნდა გვეშინოდეს, რომ ერთ დღეს ნაწილ-ნაწილ გამოგვეცლება ყველა სახლი და ჩვენც ,,სხვები” დაგვერქმევა, რადგან ძალას ყველაფრის წაღება შეუძლია. ის უკონტროლო ქარის ნაკადივით მოქმედებს და უბრალოდ ვერაფერს ტოვებს გაუნადგურებელს. განადგურების სიყვარული ერთგვარი სენია, რომელიც ნებისმიერს შეიძლება შეეყაროს და სინდრომად გადაექცეს. და მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები დროს უსწრებენ, მათ ჯერ არ შეუქმნიათ წამალი ამ სინდრომის განსაკურნად.

-წამოხვალ?
-ჰო. – ნიას უკვირს პასუხი.
– საერთოდ არ გეშინია?
– არა. – მუშტს ვკრავ და ვცდილობ მთელი ემოცია ამ უაზრო მოქმედებაში გადავიტანო.
-დაბრუნდები?! – და აი, ჯანდაბა. ნუთუ არის ვინმე, ვინც ამ კითხვაზე პასუხი იცის? და თუ არის, იქნებ ადგეს და გვასწავლოს ადამიანებს, როგორ დავიტოვოთ უკან მოსაბრუნებელი გზა.

***
აქ ცივა. ფანჯრიდან მხოლოდ ნანგრევები ჩანს. სადღაც ძაღლები ყეფენ. შესაძლოა, ,,ისინი” არიან. იქნებ, კიდევ ,,წარეკეს” ვიღაცები.

თუ ქარს არა, ძალას მართლა ყველაფრის წაღება შეუძლია.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s