ის, რაც კლავს

ეს ერთადერთი ჩანაწერია, რომელიც არ ვიცი, როგორ უნდა იწყებოდეს.

მამაჩემი ავადაა. მთელი ღამეა მისი ხმა მესმის, დროგამოშვებით რომ ამოაყოლებს ხოლმე სუნთქვას. ვერც კი წრიალებს და მგონია, გულს ურევს ოთახში ჩემი ყოველი მომდევნო შესვლა. ამიტომაც ვდგავარ კართან და უბრალოდ, ველოდები. ისევ გადასხმისთვის საჭირო შნურებითაა სავსე იატაკი; ეს ჩემი ლაბირინთია, რომლიდანაც ვერაფრით ვაღწევ თავს. თეთრი ხალათები ერთგვარი წყევლაა და არ გამოჩენილა არავინ, ვინც მეტყვის, რომ ამ წყევლის მოხსნა შესაძლებელია. საავადმყოფოს სუნი აქვს ყველა მოგონებას და ზუსტად ისეთივე სიცივე გაჰყვება, როგორიც პაციენტებით გადაჭედილ დერეფანს.

მეშინია.
ზოგჯერ მეჩვენება რომ სრულიად შიშველი ვდგავარ სამყაროს წინაშე და იმდენად დავიღალე, რომ არ მაწუხებს, რას ამბობენ რიგითები, როცა ჩამივლიან. ალბათ, ფიქრობენ, რომ შევიშალე, მაგრამ რა არის იმაზე დიდი სიგიჟე, მთელი ცხოვრება ნახევარ ადამიანებს და პალატებს უყურებდე და მაინც გჯეროდეს, რომ სიკვდილი შორია.
მე სულ მჯეროდა.

***
-როგორ ხარ? – ვეკითხები და გაზეთს ვფურცლავ. ვფიქრობ, თუ ხვდება მამა, უკუღმა რომ მიჭირავს-მეთქი. ის არ მპასუხობს, მხოლოდ მიყურებს. ასეთ დროს საუკეთესო ვარიანტია, წამოდგე და საავადმყოფოს კედლებს ყველაზე მოულოდნელი დასასრული აჩვენო, თუმცა როგორღაც უძლებ საკუთარ თავს და ცდილობ, გაარკვიო, რამდენად ცოცხალი თვალები აქვს მამას. ისე, რატომ არასდროს წერენ მამებზე? ნუთუ, ისეთი საკმარისები არიან, რომ მიძღვნები არ სჭირდებათ? არ ვიცი.

***
ჩვენ არაფერზე ვსაუბრობთ იმის გარდა, რომ დღეს ძალიან იწვიმებს, ან საშინელი საცობი იქნება და საერთოდაც, პურს რომ მარილი აკლია. წარმოიდგინეთ, რამდენად დიდი უგემურობაა მთელი ჩვენი ურთიერთობა.
-რამდენი წლის ხარ? – როგორ შეიძლება, არ ახსოვდეს. თუმცა ზოგჯერ არც მე მახსოვს მამას ასაკი, რადგან ის 21-ის დარჩა. მას შემდეგ მეც მჯერა, რომ მუდამ 21-ის ვიქნები.

***
ახლა ისევ ბორგავს. წყლის მისატანად რომ მივდივარ, ყოველთვის სივრცეში ვიყურები.

მამაჩემი მართლა ავადაა, თანაც მერამდენედ.

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s