წერილი #7

,,In you I trust.”

მეექვსე თვეა, რაც არ გწერ. ,,ბოლო ნაბიჯია”-მეთქი, ვამბობ და მაინც გული არ მიძლებს უთქმელობას. საერთოდ, ვერ ვხვდები, რა აზრი აქვს ნაბიჯების თვლას, როცა უბრალოდ შეგიძლია ადგე და მომენტებით იცხოვრო? ასე უფრო მარტივია, მაგრამ ადამიანებს ხომ არ გვიყვარს სიმარტივე.

რეალურად, ჩემთან ყველაფერი ჩვეულებრივაა. მობარგდებიან და წაბარგდებიან ხოლმე ადამიანები და ყველა მიტოვებს ჩემს წილ შეგრძნებებს. და შენ, შენ ისევ გაშეშებული ხარ ბეწვის ხიდზე – ჩვენი ამბის ვერგადარჩენასთან ახლოს. გაკვირდები ხოლმე და იმის გამორკვევაც კი მიჭირს, სუნთქავ თუ არა. სივრცეს ეხები თვალებით და არცერთ მხარეს არ იყურები. არც ოთახში ხარ, არც ქუჩაში, არც ჩემში. მეშინია, ერთ დღესაც არ აორთქლდე, მითუმეტეს რომ კარგად გეხერხება კარის მოჯახუნების გარეშე გაქრობები.

14700b55-411d-43bf-9976-51b51305102f.jpgშენი ნაკვთები წამეშალა გონებიდან, ვცდილობ და ვერ გიხსენებ, ვერ გაწყობ. არადა, ზოგჯერ გადარჩენის ტოლფასია შენი აღდგენა. წარმოვიდგენ ხოლმე, როგორ მპასუხობ კითხვებზე. როგორ მივუყვებით შენი სახლისკენ ქუჩას, როგორ ეწევი დამშვიდობებამდე მერამდენე ღერ სიგარეტს, როგორ ცდილობ სერიოზულობას, როცა აბსოლუტურ სისულელეზე გეღიმება. წარმოვიდგენ, რომ ჯერ ისევ ხარ და მარტოობამ არ შეგიწირა.

ამასწინათ მეუბნებოდი, ძნელია ,,თუ-თუობაო”. მაშინ არაფერი მითქვამს, ავწრიალდი. ახლა ვიცი, რომ ,,თუ”-ც ცხოვრების ნაწილია. არ შეიძლება, ალბათობაზე ფიქრში გადაეშვა და ეს გტკენდეს. ჩვენ ხომ გზებს მაინც თვითონ ვხატავთ და არ მინდა, შენ ხატვა შეწყვიტო. მერე რა რომ შენი გზა ნანგრევებითაა სავსე, მერე რა რომ ნაგავიც ბევრია, მერე რა რომ ეს გზა ბევრმა გაიარა და ჩაანაცვლა, მერე რა რომ უკან ვეღარ ბრუნდები.

მე მჯერა, რომ სადღაც ვიღაც შექმნილია ვიღაცისთვის. და მჯერა, რომ შენ გზას სადმე ოდესღაც კვეთს ჩემი გზა. შენ უნდა გჯეროდეს, რომ გყავარ. არ აქვს მნიშვნელობა, მოვალ თუ არა, როცა ვიგრძნობ, რომ მარტო ხარ; როდის მექნება ამის უფლება, ან თუ მექნება საერთოდ.
შენ უბრალოდ გჯეროდეს.

***
ჯერ ისევ არ მცმია წითელი კაბა. მოვიზომებ ხოლმე, ვდგავარ სარკესთან, ვიღიმი და ვამბობ ,,გამარჯობა”, მერე ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება გაგრძელდეს დიალოგი, ვტრიალდები, ვიხდი და კარადაში მერამდენედ ვაბრუნებ.
მარტივია, მჯეროდეს, რომ ეს კაბა მხოლოდ შენთან შეხვედრის დროს მეცმევა, თუნდაც 5 წლის შემდეგ.

ნახვამდის. არ შეგპირდები, რომ ეს ბოლო წერილია.

Café de Flore

Advertisements

4 thoughts on “წერილი #7

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s