საუბრები #2 (სიჩუმე)

იყო თეთრი და თვალებში ჩამდგარი წერტილების ღამე. სიგარეტი ფილტრამდე მოვწიე, დავიშალე, ათასად მოვიკეცე და თვალები მაგრად დავხუჭე. ძალიან მინდოდა, რამე ლამაზი დამენახა, მაგრამ არაფერი შემრჩა სივრცეში გაჩენილი ფერადი რგოლების გარდა. ასე ჯდომა რომ მომბეზრდა, ფეხშიშველი გავედი აივანზე. მთელი სხეული აიტანა მინუსებმა, მაგრამ როცა გამოფხიზლება გინდა, სიცივე ყველაზე კარგი საშუალებაა. გადავეყუდე გულაღმა და დიდხანს ვცდილობდი ხელი ცისთვის მიმეწვდინა, მერე ესეც ყელში ამომივიდა და ოთახში დაბრუნებული კედლებს მივაშტერდი.

12915156_1263605367002415_952279685_oალბათ, მეტყვით გამთენიებს გადაეკიდეო, მაგრამ ისინი ყველაზე ცოცხლები არიან ხოლმე ჩემს ღვიძილში. 6 საათი იქნებოდა, კაკუნი რომ მომესმა. შეშინებული წამოვდექი კარების გასაღებად.
-გძინავს?
-არა.
-მოდი.- კარს უკანს მდგომის ხმა იყო ისეთი მშვიდი, როგორც არასდროს. გავედი, კარებთან იჯდა, კედელს ნახევარი ზურგით ეყრდნობოდა და ,,wish you were here”-ს ღიღინებდა. ამ სიმღერას მხოლოდ მაშინ მღერის, როცა ძალიან უჭირს, როცა ვეღარ ძრავს საკუთარ თავს, როცა ეშინია.

-როგორ ხარ? – ვიცოდი, არ მიპასუხებდა, ღიღინი გააგრძელა. გვერდით მივუჯექი, ვაყურადებდი მის ამოსუნთქვებს და ვერ ვხვდებოდი, რა მეთქვა.
-ასეთი გავხდი. – რა შუაშია-მეთქი, ვიკითხავდი, მე რომ არ ვყოფილიყავი, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რას გულისხმობდა და დავეყრდენი. რამდენიმე საათის განმავლობაში ვისხედით ასე, უზარმაზარი დერეფნის ერთ-ერთ კარებთან და სიჩუმის დიალოგი გვქონდა. ამოსუნთქვები ყიდდა ორივეს ემოციებს.

***
ასეთი ღამეების მერე, დგება ხოლმე მომენტი, როცა შენს ყოველდღიურობას უნდა მიუბრუნდე, მაგრამ არ გეთმობა არცერთი სიჩუმის წუთი. ზიხარ და ელოდები მომდევნო მონოლოგის დაწყებას საკუთარ მესთან. აგემოვნებ შეხებას და საერთოდ არ გინდა, წამოდგე და სამსახურისკენ გაუყვე გზას.

-გღვიძავს?
-ჰო, უნდა წავიდე.
-წასვლებს ვერ პატიობენ.

და ისევ ჩადგა ჩვენ შორის დუმილი.
და თითები.
თქვენ იცით რომ არ არსებობს არაფერი თითების შეხებაზე მსუბუქი და ინტიმური?!
უნდა იცოდეთ.

და კიდევ,  წასვლებს პატიობენ, ოღონდ დაბრუნების პერსპექტივის გარეშე.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s