,,Protect me from myself”

არ მიყვარს ჩვეულებრივი დილები, გაურკვეველი ხასიათით რომ გეღვიძება და ისეთი შეგრძნება გაქვს, რაღაც დამანგრეველი რომ უნდა მოხდეს. მე არ ვარ Drama Queen, თუმცა ჩემი ემოციები არასდროს მაძლევენ საშუალებას ამ როლს მიღმა აღმოვჩნდე.

***
ყავის ჭიქა ნახევრად სავსე დავტოვე საწერ მაგიდაზე, ,,Protect me from what I want” ჩართული დამრჩა და იქამდე აყრუებდა ჩემი ოთახის კედლებს, სანამ ლეპტოპის ბატარეა არ მიესვენა. უნივერსიტეტამდე ორი გაჩერებით ადრე ჩამოვედი მუსიკის განწყობა ჩაყოლილი და აფორიაქებული ავუყევი ჭავჭავაძის ქუჩას, დროდადრო მეღიმებოდა საკუთარ თავზე და გულში ვიმეორებდი ,,ნუ გეშინია”. ზოგადად, საკუთარი თავის შიში ყველაზე უსიამოვნო რამეა, ისეთი შეგრძნება გეუფლება თითქოს თავიდან ფეხებამდე ტალახში ხარ ამოსვრილი და ყველა გამვლელი შენ მოგჩერებია. არადა ჩვენი ქალაქის ქუჩებში ყველა თავისი დარდით დადის თავდახრილი და უბრალოდ ვერ გამჩნევენ. ეს ვერშემჩნევაც ძალიან ცუდი რამეა, იქნებ როგორ გჭირდება ვინმე უცხომ შემოგხედოს და გკითხოს, როგორ ხარ. შესაძლოა, არც არაფერი უთხრა, მაგრამ იქნებ ერთ დღესაც ამოხეთქო და გამვლელს მაინც მოუყვე, რა განგრევს.

ადამიანები ერთმანეთს ვერ ვამჩნევთ.

tumblr_njvq0wREkn1sl7mg1o1_500მეორე ჭიქა ამერიკანო ვიყიდე, ბოლო ღერს მოვუკიდე და  თითქმის უსახო ვიჯექი რამდენიმე წუთის განმავლობაში, სანამ საკუთარმა გულისცემამ არ გამომარკვია.
,,ვინმემ აიარა?” – მეკითხება ჩემი მეგობარი. არა-მეთქი, ვპასუხობ და ვატყობ, უკვირს ჩემი ემოციები. ზუსტად ვიცი, ესმის და როგორც ყოველთვის, შორისდებულებით გამამხნევებს, თუ დამჭირდება.

შორისდებულები.  ისინი არც სრულმნიშვნელოვანები არიან და არც დამხმარეები, თუმცა ნებისმიერი ჩვენგანის ყოველდღიურობის  დიდ ნაწილებს იკავებენ.

,,ეჰ” – ვსუნთქავ ღრმად, ჩანთას ვიკიდებ და საკუთარ თავს სადღაც ვექაჩები. ჯერ არ ვიცი, სად ვაპირებ წასვლას, მაგრამ აშკარაა, აქ გაჩერება არ მინდა. საშინელი სისწრაფით ვკვეთ ქუჩას, ახლაც არავინ მიყურებს, ისევე როგორც დილით. ვბრაზობ, რომ ასეთი გულგრილები ვართ ერთმანეთის მიმართ. ვბრაზობ, რომ არყოფნის ზღვარზე ვართ.

ამერიკანოს მესამე ჭიქას შემოვახვიე თითები, მუხლები მოვიკეცე და გულში ავღიღინდი ,,And both of us sentenced to time and now we’re all alone”. ვცდილობ საკუთარ მარტოობაზე ფიქრები მოვიშორო და მთელ ძალას ვიკრებ გასაღიმებლად. მაგრამ რაღაც დამავიწყდა – ღიმილები ასე იოლად არ მოდიან და თუ მოვლენ, გაქრობა უწერიათ. ახალგამოღვიძებულის გაურკვეველი ემოციით ვიჟღინთები მომენტალურად და აი, ჩემი ნგრევაც. მოდის ამაყი, თავდაჯერებული, ბედნიერი. ალბათ, ჰგონია, მთელი ქუჩა უკან მოჰყვება, არადა ადამიანები ისევ თავიანთ გზებზე მიდიან და ისევე არ ადარდებთ მისი ბედნიერება, როგორც ჩემი დარდი. ერთხელ დავწერე ,,გამარჯობა” ჯადოსნური სიტყვაა-მეთქი, ახლა კი დავამატებ რომ ის ყველაზე ჯადოსნური მაშინ ხდება, როცა სასურველი ადამიანისგან ვერ იღებ.

ჩამიარა. და ეს ავლები და ჩავლები, ჩამონგრევები, გაყინვები. არაფერია იმაზე საზიზღარი, ოდესღაც ძალიან ახლო ადამიანი რომ უჩინმაჩინად მიგიჩნევს და მისალმებასაც ვერ იმეტებს და უფრო საზიზღარია ის ფაქტი, რომ ის მაინც ძვირფასი რჩება.

დავმთავრდით. ,,ნუ გეშინია” – გავუმეორე საკუთარ თავს და გავიაზრე, რომ ერთადერთი ვისგანაც დაცვა მჭირდება, საკუთარი თავია. ჩემზე მეტად ვერავინ მატკენს, ჩემზე მეტად ვერავინ გამაღიმებს, ვერავინ.

ადამიანებს საკუთარი თავების უნდა გვეშინოდეს.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s