,,გამთენიამშვიდობისა” მეორედ ანუ Ирония судьбы

,,შენ დილის სიმსუბუქე მოგაქვს.”

დავიწყებ ასე და გეტყვით რომ შემთხვევითობებს ვუყვარვარ. და რადგან უდროო დროები არ არსებობს, ისინი საჭირო დროს ჩნდებიან ხოლმე ჩემი ამბების გზაჯვარედინებზე.

cropped-10557721_991220814275919_8234805462387159441_o.jpgიყო და არა იყო რა, ზღვის უკეთესი რა იქნებოდა და ზაფხულის უკანასკნელ დღესაც ტალღების ღელვასთან თანაცხოვრობდა ჩემი სიმშვიდე და უცნობის ,,გამთენიამშვიდობისა.” ეს უკანასკნელი იყო შეგრძნებების გაზიარების სიტყვა და არ ჰგავდა იმ გამარჯობებს, ადამიანები რომ მიუგდებენ ხოლმე ერთმანეთს ქუჩაში შეჩეხებისას.ზაფხულის ბოლო დღეს შევიყვარე ეს სიტყვა, ისევე როგორც ღიმილების ჩახსნა სევდამიჩვეულ სხეულზე. სამაგიეროდ მეგონა, რომ იმ უცნობმა დროებითობაში გადაინაცვლა და ერთადერთი, ბედნიერების მოგონება დამრჩა. ჰოდა სწორედ ამ დროს მობრძანდა შემთხვევითობაც.

***
შევეჩეხეთ პარალელურ სივრცეში და ზღვის მაგივრად დაგვხვდა თოვა. გვეღიმებოდა, მეტი არაფერი.

მერე მივხვდი, რომ ზოგჯერ ისეთი ადამიანები მიზიდავენ, საყრდენად რომ ვერ გამოდგებიან და მივდივარ ხოლმე მათკენ არაფრის იმედად. და ეს უიმედობა სრულიად შემთხვევით უფრო მიმზიდველი ხდება.

,,გამთენიამშვიდობისა მეორედ. ზუსტად ვიცი, არ გძინავს. ალბათ რამდენჯერმე გამოგაფხიზლა წყურვილმა და ვერსად აღმოჩნდა საშენო წყალი. მესმის, საზიზღრობაა, ალკოჰოლი რომ წყალივით საჭირო ხდება და ისიც, რომ სისხლში აღარაფერი გრჩება მის გარდა. საზიზღრობაა, კედლებს რომ აჩერდები და ითვლი, მერამდენე ჭიქა იყო 1 საათის წინ. მესმის, რომ გიჭირს.
ყოველი გამოღვიძებისას, მეკითხები ,,როგორ ვარ” და ამღამ უკვე მეოთხედ გპასუხობ ,,შენ?”. ვიცი, პასუხი არ გაქვს. ვიცი, ჩემზე მეტად გეშინია საკუთარი თავის. ვიცი, ცდებისაც გეშინია და ყოველი მომდევნო ,,სცადე” ჩემგან დარტყმაა. ვიცი, არ იმსახურებ, ასე იყო და ამიტომაც არ მემეტები.

ალბათ, საჭირო იყო ჩემი ახლა გამოჩენა, მიუხედავად იმისა, რომ არაფერს გეუბნები. ისიც საკმარისია, გეჯდე გვერდით, ვფიქრობდე, რომ უბრალოდ ხარ და მეღიმებოდეს. ისიც ბევრს ნიშნავს, გისმენდე და შორისდებულებით გამხნევებდე. და ისიც, რომ ერთადერთი ხარ ,,გამთენიამშვიდობისას” ამბებიდან და შემთხვევითი გოგო ამ შემთხვევით შეხვედრებზე წერს.

მჯერა, რომ ერთ ღამეს გაგეღვიძება და მიხვდები, წყურვილის დაძლევა შეგიძლია. შესაძლოა, მაშინაც შემთხვევით გედგე გვერდით და თავად ვიყო საყრდენი.”

***
შენი სიმსუბუქე არაფრის იმედი ვერ იქნება, თუნდაც აღარასდროს გამოჩნდე ჩემს გზაჯვარედინზე.

Chet Faker – Archangel

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s