დღენაკლულთა ანუ გამარჯობა, 27 თებერვალო!

,,და ძალიან მძიმე ყოფილა, როცა ადამიანი გაღიმებული სახით გიყურებს
და მშვიდი ხმით გეუბნება, რომ ცუდადაა.”

გამარჯობა, 27 თებერვალო, გელოდებოდი. ყოველთვის უცნაური შეგრძნება მაღვიძებს ხოლმე 27-ში, მგონია, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა ხდებოდეს, მანგრევდეს ან მაშენებდეს.

5 წლის წინ გავიცანით მე და ,,დღენაკლულთა”-მ ერთმანეთი. და მიუხედავად იმისა, რომ არ ვიყავი დიდი, მე ის მიყვარდა. ერთხელ დავიწყე ,,როცა უბრალოდ ქარია გარეთ…” და მივაყოლე ძალიან ბევრი ნაწილი ,,მე შენ მიყვარხარ”-ამდე. ეს ყველაფერი ნიკასი იყო და თვითონ ნიკა იყო რაღაც მიუწვდომელი, რადგან ვერაფრით ვხვდებოდი, როგორ შეეძლო ეწერა ასე მარტივად და მაინც იდეალურად.

fb_img_1456522382032.jpgდა 4 წლის წინ შევეჩეხეთ მე და ,,დღენაკლულთა”. ვქექავ იმ დღის კადრებს და მხოლოდ ორი რამ მახსენდება, ჭორფლიანი გოგო და დედაჩემის შეხება მაშინ, როცა ნიკამ ლექსის კითხვა დაიწყო. მე ნიკას არ ვიცნობ და ვერაფერს გიყვებით, მაგრამ გჯეროდეთ, რომ კარგი ადამიანია, ისევე როგორც მე მჯერა. ლეონიძის ქუჩას ავუყევი მაშინ ცხვირპირისმტვრევით, ირეოდა ხალხი – ბევრნაირი და მათ შორის მე ვიყავი ყველაზე პატარა. აივლიდნენ ხოლმე უფროსები და თმას მიჩეჩავდნენ ისე, როგორც იმ ბავშვებს, ჯერ ისევ რომ არ დაუწყიათ გამართულად ლაპარაკი. მწყინდა მათი ღიმილები და ასაკზე მინიშნებები, რადგან ზუსტად ვიცი, არცერთ უფროსს ჩემზე მეტი ემოცია არ ჰქონია იმ ლექსებისადმი. და ამ ლექსებისგან ერთად მოდიოდა ფორიაქი, სევდა, სიყვარული და არაამქვეყნიური სიმშვიდე.

მერე მე ეს სიმშვიდე შემიყვარდა, ოღონდ ცალმხრივად, რადგან თავად არასდროს ვყვარებივარ სიმშვიდეს.

და ყოველდღე ვეკითხებოდი საკუთარ მეს ,,სიმშვიდე როდის გადაგცდება-მეთქი.” ის დუმდა.

fb_img_1456521794649.jpg***
4 წელი. იქნებ ცოტაა, ან იქნებ ბევრი. ამის განმსაზღვრავ ნიშანს ვერ გამოვძებნი,ამიტომ მარტო იმას ვიტყვი, რომ გავიზარდე. გავიზარდე ჩემს საყვარელ წიგნებთან, მუსიკასთან, ფილმებთან ერთად. გავიზარდე ნიკას ლექსებთან ერთადაც. და დღეს, 27 თებერვალს, მოლოდინით ვარ სავსე.

ყოველ წელს, როცა სიცარიელე დაავადებასავით შემეყრებოდა ხოლმე, დღენაკლულთას ველოდებოდი და გულით მჯეროდა, რომ ეს ერთი დღე აუცილებლად მოიტანდა ამ დაავადების საშველ ემოციებს. წელს შიში მაქვს შეყრილი – იმის, რომ ადამიანები არც ისე კარგები ვართ და ნებისმიერ წუთს შეგვიძლია ერთმანეთის სანაგვეზე გადასროლა; შიში, რომ ყველაფრის მოსწრება შეუძლებელია და რომ არავის  ღიმილი არ არის გულწრფელი. ნეტავ, რას უნდა ველოდე?!

არ ვიცი. უბრალოდ 27 თებერვლის მწამს.

P.S. და თუ იცით, რა მაგარი შეგრძნებაა, როცა მერაღაცამდენე შუაღამეს ითვლი, დილით ადრე ხარ წასასვლელი, საქმე თავზე კი არ გაყრია, უკვე ყველა ფეხის ნაბიჯზე მოგყვება. იცი, რომ აივლი ქუჩას უნივერსიტეტისკენ, სამსახურისკენ ან სახლისკენ და შეგხვდება ბევრი მოსიარულე ნიღაბი და ნიღბებისაც შეგეშინდება. მაგრამ სწორედ ის საღამოა, 27-ის და შეგიძლია, მთელი წლის სამყოფ სიმშვიდეს ელოდო.

Advertisements

3 thoughts on “დღენაკლულთა ანუ გამარჯობა, 27 თებერვალო!

  1. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირველი “დღენაკლულთა” გამოვტოვე და მხოლოდ ახლა გამახსენდა. #გადარბენაზე თუ #გადაცურვაზე მყოფი მე’ზღვაური. 😥

    Like

  2. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე არც ერთი “დღენაკლულთა” არ გამომიტოვებია და ეს 27 თებერვალი ისე გავიდა, ვერც მივხვდი. 😥 #გადარბენაზე თუ #გადაცურვაზე მყოფი მე’ზღვაური.

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s