შეცდომების სიმარტივის ამბავი

ამ ამბავს ოთხი წლის შემდეგ გიყვებით. ცოტა ხნის წინაც კი ვინმეს რომ ეთქვა, ამაზე დაწერო, ჩემგან ცინიკური გამოხედვის მეტს ვერაფერს დაიმსახურებდა,მაგრამ დღეს მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ შეცდომებში სიმარტივის გარდა არაფერია და კიდევ იმისაც, რომ როცა პატარა ხარ, უანგაროდ სიყვარული მაშინ შეგიძლია.

,,I vow to love you and no matter what challenges might carry us apart, we’ll always find a way back to each other.”- მიწერილია პირველივე გვერდზე. მივჩერებივარ 2012 წლის დღიურს და მეცინება იმაზე, რომ ჩანაწერებს ყოველი მომდევნო წაკითხვის შემდეგ თარიღი აქვს მიწერილი. ფიცს კი ქვეშ მრავალი კლაკნილი ხაზი გაჰყვება. რომელიმე თქვენგანი შეიძლება ბრაზობდეს წარსულზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც ოდესღაც იყვნენ, მაგრამ მე მხოლოდ ის მახსოვს, რომ მაშინ ბედნიერი ვიყავი და ღიმილშეხსნილი ვფურცლავ მოგონებების უზარმაზარ წიგნს.

***
tumblr-emotionიყო 2012 წლის ივლისი და მარმარისიდან თბილისამდე 18 საათის გზა. სამსუნში გაჩერებისთანავე ამერიკანოს ძებნა დავიწყე უცხო ქალაქში და მასთან ერთად ხელს ბლოკნოტიც მივაყოლე. სიმართლე რომ ვთქვა, მაშინ უკვე დიდი ხნის გამცდარი იყო ჩემი სიყვარული ქვეყნის საზღვრებს და სამშობლომდე მხოლოდ ფორიაქი მქონდა დარჩენილი.
,,თუ-თუობით თუ გავუყვებით ამბებს, არაფერი შეგვრჩება ვარაუდების ან კონტურების გარდა. შორს ხარ და საერთოდ არაფერი ვიცი. რომ დავბრუნდები, ახლიდან გავიცნოთ ერთმანეთი და ყველაფერს მოგიყვები.” – ოთხი წლის მერე ამ ფრაზებს არაფერი მოაქვს, ბედნიერების გარდა.

ვინმეს სჯერა, რომ სიყვარული მარადიულია და მხოლოდ ერთხელ მოდის ცხოვრებაში?  მე-არა. მაშინ, 17 წლის ასაკში, მჯეროდა, რომ მიყვარდა ყველაზე მეტად და ყველაზე წრფელად და ასეც იყო. ზუსტად ისე მიციმციმებდა თვალები, როცა პირველი პაემნისთვის ვემზადებოდი, როგორც ახლა, ქუჩაში რომ ვინმე ძვირფასის შეხვედრას ველი. მაშინ ისევე ვიბრძოდი იმ ერთის ბედნიერებისთვის, როგორც ახლა. შესაძლოა, მაშინ უფრო გულწრფელი ვიყავი ვიდრე დღეს და ნურავინ დაიწყებს ბავშვური გატაცებების შესახებ დემაგოგიას.

,,მომენტები აგივლიან-დაგივლიან და როცა სისხლი გაგეყინება შიშისგან, რომ სადაცაა სუნთქვას შეწყვეტ, ისინი მთავრდებიან და გონების სიღრმეებში იბეჭდებიან. გინდა, რომ მომენტები შეაჩერო, მაგრამ ისინი არ ჩერდებიან. ისიც გინდა, რომ დააბრუნო, მაგრამ ისინი არ ბრუნდებიან; სამაგიეროდ – მოდიან უკეთესები.” – 4 წლის მერე მე შემიძლია, მოგიყვეთ, როგორი იყო ამ ფრაზების დაწერის დღე, 9 ივნისი. მაშინ სიყვარულს ყაზბეგის ნისლის გემო და მინდვრის ყვავილების სუნი დაჰყვებოდა და არაფერი იყო ამაზე წრფელი.

ცოტა ხნის შემდეგ დამიწერია დაკარგვის შიშზე და პასუხად ,,ლოგიკურიაო” მიმიღია. მაშინ მეშინოდა მოვლენების ლოგიკურობისაც, ახლა უბრალოდ ვიცი, რომ სხვანაირად ცხოვრება შეუძლებელია. ნეტავ, როგორ იქცევიან ადამიანები, რომლებსაც გასაშვებად არ ვემეტებით?! გაგეცინებათ და მაშინ მჯეროდა, რომ ამის გასაგებად ადამიანისთვის თვალებში ყურება საკმარისი იყო. მერე დრომ მასწავლა, რომ ადამიანები საოცრად კარგი მოთამაშეები ვართ, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე ემოციებს ეხება.

FB_IMG_1446240782988მერე შიშებიც გაქრა და ჩემს დღიურში სექტემბრის ზღვის ამბავი გაჩნდა. ყველაზე მეტად ზღვა მიყვარს – უადამიანებო და მღელვარე. ჰოდა, წარმოიდგინეთ რომ უცებ ჩნდება ზღვასავით საყვარელი ადამიანი ერთ სანაპიროზე.
,,იყო ნელი ნაბიჯები, მერე ოდნავ მოვუმატეთ სიჩქარეს, შენ – უფრო. იყო შეხების სიმშვიდე და უკვე ნაბიჯები წყალქვეშ. შორიდან ირეოდნენ სილუეტები და გამეტებით უშვერდნენ სახეს მზეს. ნეტავ სილუეტებს მართლა ჰქონდათ სახეები?
ზღვამ ვერ ჩაგვყლაპა. ჩვენ გვეღიმებოდა და რა არსებობდა ამ ღიმილების სიყვარულზე მეტი?!”

და წავიდნენ ჩვენი ამბები გზაჯვარედინებით, ხშირად კვეთდნენ ერთმანეთს. ჯერ ,,სულ”-ზე ლაპარაკი ძალიან ადრე იყო, მაგრამ ჩვენ მაინც ვლაპარაკობდით. ესაა ბავშვური სიყვარულის ყველაზე მარტივი შეცდომა – გეგმავ, აშენებ, ხაზავ მომავალს და ეჭვიც კი არ გიჩნდება, რომ ერთ დღეს შეიძლება ჩამოინგრეს მთელი ამბავი. ჰოდა, მეტი რა უნდა დაგვტეხოდა თავს?!

***
ხომ გჯერათ, რომ ადამიანებს რამდენჯერმე გვიყვარდება და იმისაც, რომ ბავშვებს ყველაზე წრფელად უყვართ? ამბები შესაძლოა მოგონებებში ინაცვლებენ ხოლმე, მაგრამ ყველაზე ძვირფასი მომენტები აუცილებლად რჩებიან იმ სიმაღლეზე, რომ ამოტივტივება შეეძლოთ.
2013 წლის სექტემბერში ზღვა ზუსტად ისე ღელავდა, როგორც 2012-ში, მაგრამ მე მეშინოდა მისი, რადგან ზღვასავით საყვარელი ადამიანი დავკარგე. მაშინ შეცდომებს ვეძებდი და რომ გეთქვათ, ოდესმე გაგეღიმება ამ ამბავზეო, აუცილებლად ბრაზს მიიღებდით. ახლა იმ დღეების ჩანაწერებს ბედნიერება მოაქვთ ყაზბეგის ნისლის გემოთი, რადგან ახლა ბევრი ვიცი შეცდომების სიმარტივის შესახებ.

მომენტები არ ბრუნდებიან, მაგრამ უკეთესები მართლა მოდიან.

Pecho – Love is all.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s