ქაოსი ანუ ,,მე ვარ”

,,გამარჯობა” ჯადოსნური სიტყვაა, მისით იწყება ამბები და მერე მიდიან ხოლმე ეს ამბები თავიანთ გზებზე , თუ შემთხვევით არ აიხლართნენ. ჰოდა , გამარჯობა! მე ლიკა ვარ. მიყვარს , როცა ადამიანებს ვეკითხები ,,როგორ ხარ” და ისინი არ ტყუიან. ადამიანები არიან ზოგჯერ ჩვეულებრივ, ზოგჯერ – კარგად, ზოგჯერ – ცუდად , ზოგჯერ – არ იციან.
მე  ,,როგორ ხარ”-ზე სულ ვპასუხობ ,,ჩვეულებრივ”. ჩვეულებრივობა როგორია? ზუსტად ისეთი , ყოველი გაღვიძებისას რომ ფერი ეცვლება.
ახლაც ჩვეულებრივ ვარ , დღეს გამთენიისას წამოვდექი მტვრევით , ფარდები გადავწიე და უბრალოდ ვიყურებოდი. მიყვარს ადამიანების ყურება ფერგადასულ ქუჩებში, მათი ხელების მოძრაობას არსებობის სიმშვიდე მოაქვთ. მერე დიდი ხნის განმავლობაში ვურევდი ყავას, სანამ ხელი არ დამეღალა. ფეხები მოვიკეცე და დილა ,,my sweet prince”-ით დავიწყე. მაღვიძარის მეასე ზარმა გამომიყვანა ფიქრებიდან. წავედი მერე – ჯერ მისამართებით, მერე უმისამართოდ. ბევრგან დამაგვიანდა , როგორც ყოველთვის. მიდიოდნენ ჩემი  ამბები თავისი გზებით იქამდე , სანამ არ ვუთხარი , მეორე დღეს დალოდებოდნენ და დავბრუნდი. დავბრუნდი ჩემს საწერ მაგიდასთან. გვიანია , კედლიდან წარწერა მიყურებს ,,Kid, you are too much!” – კედელს ვუღიმი. მუდმივად წინ მიდევს უკვე ფურცლებგაცვეთილი ბლოკნოტი და არც ისე გაცვეთილ ფრაზებს ელის. ვწერ – ყველაფერზე-მეთქი არ მოგატყუებთ, მე-ზე ვწერ, მე-ს ემოციებზე , მე-ს დღეებზე , მე-ს ამბებზე , მე-ს ადამიანებზე. ვერ ვხვდები , როგორ შეიძლება, წერო იმაზე , რაც შენი არაა და მაინც მართალი იყო. გარეთ ცივა, მარტო ვარ, ჩვეულებისამებრ, ჩემი თავისგან გაქცევას ვცდილობ და ძილისკენ ვეშვები.

***tumblr_nmytvrhtnv1sl7mg1o1_500

საერთოდაც, ქაოსი ვარ. ემოციური მანიაკი , რომელიც საკუთარი აზრების ერთ ადგილას გამოჭერასაც კი ვერ ახერხებს.

,,იქნებ ერთხელ სიმშვიდე გადამცდეს-მეთქი” ,ვფიქრობ, მაგრამ ზუსტად ვიცი , რომ გაწელილი სიმშვიდის მერე ნგრევა მომენატრება.

ქრონიკული შიში მაქვს – ადამიანების დაკარგვის. მგონია , რომ ერთ ძალიან უღიმღამოდ გათენებულ დღეს მომდევნო ვიღაც წავა და ეს წასვლა იქნება სრულიად უსიტყვო, მე კი დავრჩები ხელებგამოწვდილი – ხესავით.

ვოცნებობ, მყავდეს ის , ვისაც მხარზე ჩამოვეყრდნობი და მეცოდინება, რომ ყველაფერი მართლა კარგადაა. მერე თვალები სიმშვიდით ამევსება და ბედნიერების გემოს ვიგრძნობ.

არ ვიცი, როდის მომიტანს ცხოვრება სასურველ მომენტებსს , მაგრამ მანამდე ვიქნები გოგო, რომლის ცხოვრებაც მძიმეებია და წერტილი არ აქვს.

მიყვარს – ზღვა, ყოველთვის და განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენს ღელვას აყოლებს ტალღების სიხშირეს და ნაპირს ეჯახება.

მაბედნიერებს -ჩემი ძმა.

ვეძებ – ადამიანებს, რომლებსაც ვერ ამოვწურავ.

ზუსტად ვიცი , რომ თუ ვინმესთვის ძვირფასი ხარ, წერტილის მერეც დაგიბრუნდება.

ჩემი დევიზია : ,,Carpe diem” და მჯერა , რომ დრო შესაჩერებლად შეიქმნა.

***

მე ლიკა ვარ დასაშინლად ვბრაზობ , როცა სახელს მიმახინჯებენ.
,,დროებით” – არ მიყვარს ეს სიტყვა, სადღაც შუაშია გაჭედილი და ვერ ხვდები , რას უნდა ნიშნავდეს. მძიმესავითაა – მეზედმეტება.

ჰოდა, ნახვამდის.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s