როგორ ამიტანა წერამ?!

,,შენ ის კარი ხარ –
სამუდამოდ ღია და ცივი.”

,,ვინც არ წერს, ვერ მიხვდება, რას ნიშნავს, ვეღარ წერდე.”-ზუსტად ერთი წლის წინ ჩემს დღიურში ძალიან ბევრ ფურცელზე მხოლოდ ეს ფრაზა ეწერა დიდი ასოებით,თითქოს ჩვევად მქონდა ქცეული. მერე ნელ-ნელა გაჩნდა ,,ფორიაქი” ერთ ხაზზე, მეორეზეც, მესამეზეც. ,,რას ელი” – მეოთხეზე. ,,სიმშვიდის გადაცდენას” – მეხუთეზე და გრძელდებოდა ასე იქამდე, სანამ წერამ არ ამიტანა.

ბავშვობაში სულ მაინტერესებდა, რას ნიშნავდა ეს ,,წერამ აგიტანა”, რომელსაც დედაჩემი ხშირად მეუბნებოდა. დრომ კი მასწავლა რომ ეს ფრაზა საკუთარ თავთან თამაშის ტოლფასია და ეს უკანასკნელი კი ზედმეტად საშიში რამეა. ერთ მშვენიერ დღეს მართლა ამიტანა წერამ და ჩემს დღიურშიც იმატა ფრაზებმა.

ყველაფერი დაიწყო ასე – ,,ბოლოს სიზმრის ნახვა რომ მოვასწარი, დაშვება ვნახე.” ზოგადად დაშვება კარგი რამეა, თუ ზღვარს იპოვნი, მაგრამ საქმეც ეგაა რომ ზღვარის პოვნა ზედმეტად რთულია, ,,რადგან ყველაზე რთული საკუთარი სურვილებისგან გაქცევაა.” თუ მაინც ეცდები გაქცევას, არეულობა შეგრჩება. მერე მოდიან ,,ხელები, ხელები, ხელები”, ამოჩემებები, წრეზე სიარულები. და გკითხულობენ წიგნივით ისინი, ვისთვისაც იბრძვი. ბრძოლა ომობანას თამაშს ჰგავს, უბრალოდ გადამწყვეტ მომენტში შიში მოგიცავს და მიდიხარ უკან ,,დიდები რომ ვიყოთ, ვიომებდით” პასუხით და ყრი საკუთარ გრძნობებს სადღაც უფსკრულში.

მაინც გრძელდება – პირველ ხაზზე ,,დავშრი”, მეორეზეც, მესამეზეც, სიცარიელე და მეორე გვერდზე ,,შიში, რომ ერთხელ გათენებას აღარ დააპირებს”. რამდენი შიშია, არა? არადა, ადამიანებს ყველაზე მეტად სწორედ მასზე საუბარი არ უყვართ, გამოიკეტებიან ხოლმე სიჩუმეში და ეკითხებიან კედლებს  ,,უმოლოდინო თვალები თუ კლავენ”.

ბოლოს ყველა გვერდზე ჩნდება ,,გამარჯობა”, ეს ერთგვარი აღიარებაა, რომ მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ წერ. ამბები მოდიან და შენც ვერ უვლი მათ გვერდს, იწერებიან თავის დარდებთან ერთად. ერთ დღეს კი შესაძლოა გაჩნდეს იმედგაცრუება და არ არსებობს რამე ამაზე მტკივნეული, როცა ვეღარაფერს გრძნობ. დგახარ სადგურში, მისჩერებიხარ ლიანდაგებს და ისეთი მარტივი გეჩვენება გადაშვება, შესაძლოა, სიცილითაც კი მოკვდე.

,,გამარჯობა. ჩემი წერის ამბავი წრეზე სიარულს ჰგავს, მაგრამ სადამდე ამიტანს, თუ მეც კი ვერ ვიტან საკუთარ თავს. ნახვამდის.”

P.S. ლიანდაგები თუ ძალიან მიგიზიდავენ, ,,Distorted Angels” უნდა უსმენდე.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s