არ გწერ

,,უცნაურ სიზმრებს ვნახულობ,
საშინლად უცნაურ,
თუ უცნაურად საშინელ სიზმრებს.

წუხელ,
მაგალითად,
ბედნიერება დამესიზმრა,
ერთი,
ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანის
ხელიდან გაშვებული ბედნიერება.”
/ნიკა ჩერქეზიშვილი/

თითქმის ორი თვეა, არ გწერ. მავიწყდება ხოლმე, რა მაქვს მოსაყოლი.
მხოლოდ მესიზმრები.
***
უცნაურად ბნელა და მე მოვდივარ ტანზე მომდგარი, მუხლამდე წითელი კაბით. მოვდივარ სულშიშველი უცხო სახეებში, მოვდივარ შავკაბიანებში, შავკოსტუმიანებში, შავში გამომწყვდეულ სევდიან ადამიანებში. ისინი ამბობენ, რომ აღარასდროს იქნები და რომ ეს წითელი კაბა ერთი დიდი ირონიაა, მაგრამ მათ არ იციან რომ ყველაზე დიდი ირონიაა ასე გისრულებდე დანაპირებს და მოვდიოდე შენს დაკრძალვაზე შენივე არჩეული კაბით.
***
არ მინდა, მესიზმრებოდე. არ მინდა, ასე მიხდებოდე. არ მინდა, არცერთხელ მისრულდებოდეს წამწამის ჩამოვარდნის შემდეგ ჩაფიქრებული ,,სიხარული”. არ მინდა, ხელიდან უშვებდე ბედნიერებას და მე ვიდგე და გიყურებდე ხესავით. არ მინდა, საერთოდ ვიყოთ, თუ არაფერი შეიცვლება. რამდენჯერ მომიყოლია შენთვის მძიმეებსა და წერტილებზე? და არცერთხელ, შენზე. რადგანაც მე მეორე მხარე არ მყავს, რომ მისმინოს, მოგიყვები ამბავს, ოღონდ დაუსრულებელს.
სულსწრაფობას რა ვუთხარი, თორემ 2 თვით გვიანაც დავიბადებოდი, ხასიათიც ბევრად მტკიცე მექნებოდა და სპონტანურობასაც არ ვიქცევდი ჰობად. ეს ,,არ გწერ” წერილიც დიდი სულსწრაფობაა ჩემი მხრიდან.
FB_IMG_1445892462753
მინდა, მოგიყვე, რომ ყველაზე მშიდი ხმა მაშინ გაქვს, როცა დედას ელაპარაკები.
მინდა, მოგიყვე, რომ უნებურად კრავ მუშტს, როცა აფორიაქებული ხარ.
მინდა, მოგიყვე, როგორ გითამაშებს თვალები, როცა საუბრისას შენს ორ მხარეს ებრძვი და ვერ ხვდები, ჩემთან რომელ მეს უღირს გამარჯვება.
მინდა, მოგიყვე, როგორ გიუფერულდება სახე, როცა დარდობ.
როგორ გეცვლება ხმის ტემბრი, როცა ჩემს მძიმეებზე ბრაზობ.
მინდა, მოგიყვე, შენი ავლების და ჩავლების ამბები, რადგან ქარივით ხარ და არ ჩერდები.
მინდა, იცოდე, როგორ არ მიყვარს შენი თვალების ფერის ცვლილება, როცა თამაშობ.
მინდა, მოგიყვე ის მომენტი, სიგარეტის ბოლო ღერს ნაფაზებს რომ უთვლი და ზუსტად იცი, წინ კიდევ ბევრი ემოციაა.
და მოგიყვე, რომ შენი სუნთქვა ნაცრისფერია.
არ გწერ, არავითარ შემთხვევაში და ამიტომაც მომდევნო წერილს ერქმევა ,,არწერა”.
***
გასაცური ნისლია ამღამ და მე ვერ გავბედავ, მოგიყვე, როგორი გემო შეიძლება ჩაატანო ჰაერის ჭამას.
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s