წერილი #6

,,შენ ალბათ ფიქრობ-
თუ ვხმაურობ,
კარს მიხურავ და ყველაფერი კარგად იქნება.”

დღეს ვფიქრობდი, როგორი შეიძლება იყოს იდეალური მდგომარეობა. ალბათ, ისეთი, ვერავინ რომ გკითხავს ,, მართლა როგორ ხარ? ”.

***
სიჩუმე გვიდგას შუაში. ამდენი ხნის განმავლობაში პირველად არ ვიცი , როგორი სახე გაქვს , წაშლილი თუ იმდენ ემოციადატეული , რომ ვერაფერი ამოვიკითხე.

შენ იცი , რამდენი მომენტი გამოვტოვეთ? გამოვტოვეთ გამთენიისას სადღაც გონების სიღრმეში ჩარჩენილი ფრაზების ერთმანეთისთვის თქმა, უხერხული სიჩუმეები, თოვლიან ქალაქში გვიან ღამით სიარული, საყვარელი წიგნიდან ამოგლეჯილი ეპიზოდების მოყოლაც. რამდენი რამ გამოგვრჩა და ვსხედვართ ახლა ერთმანეთის წინ ისე, თითქოს დასაჭერი წამი სადღაც ჩვენში კი არა, 9 მთას იქით იყოს.

ახლა აღარც საჩემო ომის გადასატანად ემზადები, არც დასამშვიდებლად მკოცნი თავზე და არც იმას მეუბნები, რომ ,, In me you trust”. ერთმანეთისგან ორი ნაბიჯით მოშორებულები, არაფერზე ვსაუბრობთ, თითქოს არ გვაინტერესებდეს , ბოლოს როდის ჩაგვექცა თვალებში სიბნელე.
არაფერია იდეალურად და გეკითხები ,, მართლა როგორ ხარ? ”. შენი აზრით, ამ კარებს იქითაა სიმშვიდე თუ ამ ცხოვრებას იქით. როგორ გგონია, კარებს რომ მიიჯახუნებ, მერე გაქცევაც შეიძლება?

***
წარსულს ვიხდი.
აწმყოშიც წარსულის თვალები გაქვს, ხელებზე იმდენივე ლურჯი ზოლი და ფიქრების ისეთივე სიმძიმე დაგყვება.

აწმყოჩაცმული ვდგავარ მეორე მხარეს , ჩვენ შორის არაა ზღვარი, არც ფორიაქი, არც სიმშვიდე, თუმცა არის ნგრევა.
ჩამოვიქეცით. მე – შენით. შენ ? შენზე ვერაფერს გეტყვი.

ამ მომენტსაც ვტოვებთ – შემოდგომის ბოლო დღეების დათვლის. ხეებიც იხდიან წარსულს, მაგრამ ხომ გითხარი ერთხელ – ხეებმაც იციან რომ ჩემი სახლი ხარ და ამ სახლის ისე სწამთ, როგორც ვიღაცას თავისი ღმერთის-მეთქი.

არ მიპასუხო, ,,მართლა როგორ ხარ”-ზე. მაინც არ მჯერა.
უხმაუროდ ვიხურავ კარებს და გზას ისეთი თავდაჯერებული ვაგრძელებ, თითქოს ეს თვისება ჩემთვის შექმნეს.
ერთ დღეს ყველაფერი კარგად იქნება.

Земфира – Мы разбиваемся

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s