წერილი #5

,,You dont wanna let your baby down.”

ვერ შეგელიე, ვერაფრით.

გახსოვს , ერთხელ გითხარი ზღვარზე ვარ-მეთქი. დიდი ხნის მერე მიმიხვდი, რას ნიშნავდა ზღვარი და ისე გამიბრაზდი, თვალები შუშის გამიხდა. მას შემდეგ ვეღარ მოგიშინაურე და გამიჯდა შიში – დაკარგვის.

მე არ მიყვარს შიშებზე წერა, მიხდებიან. სამაგიეროდ, შიშებს ვუყვარვარ მე და ჩემს სიზმრებსაც არ სწყალობენ.

მესიზმრები ხოლმე – წასული, მაინცდამაინც მაშინ, როცა ყველაზე მეტად მჭირდება , მოდიოდე და მეუბნებოდე , რომ ცხოვრებას მასწავლი. არ ხარ მაშინ, როცა უნდა მახსენებდე, რომ უფლება არ მაქვს, დაცემებს მივეჩვიო და საერთოდაც, მიჩვევა ყველაზე ცუდი რამეა – ვერგადასატანი.

მესიზმრები ხოლმე – ბრაზიანი , თითებს რომ ერთმანეთში გადააჭდობ და იმდენი ხნით ჩაფიქრდები , ყავაც კი გიცივდება. დამძიმებული – რომ არ გეთმობი და თავზე მკოცნი. ფიქრიანი – საჩემო ომის გადასატანად რომ ემზადები , ისეთი. და ყოველი სიზმრის მერე მითენდება დილა, მტვრევით რომ უნდა წამოდგე, ფანჯარაში გადაეყუდო, ღრმად ჩაისუნთქო სამყოფი ჰაერი და საკუთარ თავს დაშვება აუკრძალო.

ვეშვები ზღვარს იქით.

თუ მოხვალ და მკითხავ, როგორ ვარ , აუცილებლად გიპასუხებ, რომ ჩვეულებრივ. მაგრამ არ შეიძლება უარაფრობა ჩვეულება იყოს, გესმის?! არ მომცე უფლება, საკუთარ თავთან თამაშმა შემიწიროს.

***
ახლა უნდა ვისხდეთ ,ვეწეოდეთ ერთმანეთის კოლოფებიდან , ვსვამდეთ ყავას და ვსაუბრობდეთ ყველაფერზე შიშების გარდა.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s