დროებითობა, ანუ ბედნიერების მექანიზმი

,,Carpe diem” – ვუმეორებ საკუთარ თავს, გულაღმა ვწევარ ,ჯერ არჩასულ მზეს ვუშვერ სახეს და ჩემი დროებითობის თეორია ისეთი მარტივი მეჩვენება , როგორც არასდროს.

***
ღიმილებს ვაგროვებ.
არ მავიწყდება მეგობრის სახე, როცა შშმ პირებთან მუშაობის შესახებ მიყვებოდა; ნეტავ გენახათ, როგორ იხსენებდა, ერთ-ერთმა ბავშვმა ცოტა ხნის წინ აკრძალული ტოფიტა რომ ამოაცალა ჯიბიდან.
არც მეორე მეგობრის სახე მავიწყდება, როცა მთელი წლის ლოდინის შემდეგ ზღვას შეუერთდა და მარილის სუნის დასამახსოვრებლად ღრმა ჩასუნთქვებს მოუხშირა. და მე მივხვდი, რომ ყოველ მომდევნო წელს ისევ შეეცდებოდა , გონებაში ჩაებეჭდა ეს სუნი.
ისიც მახსოვს, უნივერსიტეტის ეზოში ,,ბედნიერების მექანიზმები” რომ დავხურე და მეგობარს ვკითხე : ,,ბედნიერება რა არის-მეთქი”. ღიმილი გადაეკრა სახეზე და მიპასუხა ,,ჩემი შვილი”.

ბედნიერება ყველაფერშია, ანუ ყველაფერი , რაც მომენტებში თვალებში ციმციმა წერტილებს გვიჩენს , ღირს მოსახდენად , თუნდაც დროებითი იყოს.

თქვენ ვერ იტყვით , რომ უნდა დავივიწყო უცნობის სახე, რომელთან ერთადაც გათენებას შევხვდი და ,,გამთენიამშვიდობისაზე” ,,შენ როგორი ხარო” მკითხა. ალბათ , აქამდე არავინ მისალმებია ასე და მეც არავინ შემომტრიალებია ისეთი მოლოდინითსავსე თვალებით , როგორც ის უცნობი.

დროებითია, მაგრამ საოცრებაა, როცა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიხარ – პირველად მიდიხარ უნივერსიტეტში და ფერად ხალხში იმის პოვნას ცდილობ , ვისაც მთელი ცხოვრება გაიყოლებ.
დროებითია , მაგრამ შეუცვლელი , როცა სხედხართ შენ და ვინმე ძალიან ძვირფასი და არ გეუხერხულებათ სიჩუმე.
დროებითობა ღირს!

დღეს , ხვალ , ან იმის მერე , როცა ძალიან ადრე გამეღვიძება და ძველებურად წამოვხტები ფარდის გადასაწევად, დილის ჰაერს ჩავისუნთქავ და მეცოდინება, რომ ეს დღე მომდევნო შანსია.

ვწევარ გულაღმა ,ღიმილებს ვაგროვებ და ყოველთვის, როცა ვინმეს ვეკითხები ,,რა არის ბედნიერება” , ძალიან მინდა , რამე მარტივი მიპასუხოს.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s