წერილი #4

                           You are always enough! 

სახეზე სიცივე გადავიკარი და მოვედი.
დღეს ჩემს ,,გამარჯობა”-ს უცნაური გემო აქვს, დაბმული ღიმილი დაჰკრავს. ვცდილობ , მოსალმებისას სივრცეში გავფანტო ჩვენი ამბავი და თვალებიც არ მიციმციმებდეს ისე, როგორც თვეების წინ. ვერაფერს გეუბნები , შენს ხელებს ვაჩერდები და ვიმახსოვრებ, რამდენ ადგილას შეიმჩნევა სიმძიმე.

გითვლი.

ისევ ისეთი ხმა გაქვს – დაბზარული. ისევ ისეთი თვალები გაქვს – მეტი წერტილით. ისევ იმდენი პირობა გაქვს შეუსრულებელი და მე – დაკარგული მოლოდინი.

მე ვფიქრობ , რომ ადამიანებს უფლება არ აქვთ , პირობებს გაექცნენ და თუ მაინც გაქცევაა, მაშინ უკან მოხედვის უფლება არ აქვთ, რადგან ყოველი უკან მოხედვა ჩუმი ნგრევაა. მე ვფიქრობ , რომ გაქცევა არასდროს ღირს , მიუხედავად სათვალავარეული დარტყმებისა. ალბათ, ამიტომაც ვდგავარ ხოლმე ერთ ადგილას – გადაჭედილი , ყურს ვუგდებ საკუთარ გულისცემას და მჯერა, რომ ყოველი აჩქარების მერე აუცილებლად დამშვიდდება. ერთხელ ან ორჯერ თუ ზედმეტი მოუვა , მესამედაც მზად იქნება და ასე გაგრძელდება იქამდე, სანამ ყელში არ გაეჩხირება საკუთარ თავთან თამაში.

მე ვფიქრობ , რომ პირობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია პირობა , თუ ასრულებას შევძლებთ. აბა გადასაყრელად გამზადებული ოცნება ისედაც ბევრი აქვთ იმ ადამიანებს, ქუჩაში რომ მეჩეხებიან წაშლილები. ჩვენ ხომ არ ვიშლებით – არც სხვებით, არც დროით, არც ამბებით?! ჩვენ მხოლოდ დარჩენას უნდა ვირჩევდეთ.

მე მჯერა, რომ ერთ დღეს , ან ღამეს, ან სადღაც მათ შორის , მოხვალ და წამიკითხავ ზღაპარს ქარზე. და ზღაპარი ქარზე არ დამთავრდება ,,ჭირი იქა, ლხინი აქა”-თი.
შემპირდი , რომ მომიყვები უცნაურ ამბავს , რომელსაც ვერცერთი მწერალი ვერ დაწერდა.

გითვლი , ხელებს სიმძიმე დაჰყვებათ. ჩემს ,,ნახვამდის” უცნაური გემო აქვს – არარსებობის.

The Czars – Drug

Advertisements

2 thoughts on “წერილი #4

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s