,,გამთენიამშვიდობისა” ანუ Last story of Summer

მაშინ, როცა თვალებში ყველაზე მეტად სევდა მედგა, დროებითობის თეორია გამოვიგონე.

დროებითობა მძიმეებია – სუნთქვისშემკვრელი მომენტები , როცა ბედნიერებისგან თვალებს ხუჭავ და ცდილობ კონკრეტული წუთის გემო ან სუნი დაიმახსოვრო.
***
ზღვა სუნთქავს ჩემს ფეხებქვეშ, მარილი ნელ-ნელა ედება სხეულს და სიცივე მიტანს. ვეშვები და წელთან დახვედრებული ხელის შეხებას ვაგემოვნებ.

,,გამთენიამშვიდობისა” – გეუბნები ისე, რომ ცას არ ვაშორებ მზერას. შენ შავ თვალებს ნელ-ნელა აყოლებ ჩემს ნაკვთებს და ტუჩებთან ჩერდები, მიღიმი, მეც ტუჩის კუთხე მეკეცება და ღრმა ამოსუნთქვას ვატან ჩემს სიმშვიდეს.
,,ნახე, რა ფერია ცა” – ჩაწნულ თითებს მაშორებ და მაღლა იშვერ, სიცივეს ვსუნთქავ.
,,რატომ ვერასდროს ექნება ცას ჩემი თვალების ფერიც?” – შენი ხელი ჩამომაქვს სივრციდან და ვცდილობ, დავიმახსოვრო, რამდენი ძარღვი გეტყობა მაჯაზე. შენ კითხვაზე არ მპასუხობ, ცხვირზე მკოცნი, ფიქრებს გინაწილებ.
,,გამთენიამშვიდობისა, გოგონა” – მაბამ, მე წამწამებს გახებ ლოყაზე და ზუსტად ვიცი, რომ შენთან შეხება ტალღების შეჯახებას ჰგავს.

მარილი ისევ მედება სხეულზე, თვალებში უკვე გამთენია მიდგას და ვიმახსოვრებ ზაფხულის ბოლო დღის გემოს.

,,ჩემი თვალების ფერიც ვერასდროს ექნება ცას” – ისევ მაბამ , ვეშვები და ვგრძნობ , რომ ცის სუნი გაქვს. შენ დილის სიმსუბუქე მოგაქვს.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s