,,მომეცი შენი ზღვა”

თაფლისფერ თვალებში ჩემი წილი ზღვა მიდგას.

სხეულში მეფანტება ყველა ემოცია და ვგრძნობ, რომ ზღვაჩამდგარ თვალებში მწვანე წერტილები მიჩნდება.

სულ მგონია, რომ ადამიანებს მხოლოდ ერთმანეთი შეიძლება გვყავდეს და მაინც ზედმეტად უერთმანეთოები ვართ.
მე უშენო ვარ და ეს ისე ჰგავს შეგრძნებას, როცა ტალღა ქვების გროვას გამოგაცლის ფეხქვეშ და ძალაუნებურად წაგაყოლებს დინებას. ამ დროს უბრალოდ ძალა გეცლება და ხვდები, რომ აზრი არ აქვს სტიქიასთან ბრძოლას. შენ არ ხარ ჯებირი, არც შენი მეორე მე , არც იმ დღეების ძიება გონებაში, რომლებიც დაგაკლდა და არც ემოცია, რომელიც საკუთარ თავსაც კი წაგართმევს სადაცაა.

მე უშენო ვარ და არც შენ ხარ ჩემი ემოციის ჯებირი.

თაფლისფერ თვალებში მიდგას შავი ზღვა და სულაც არ შემიძლია გამთენიისას ეს გითხრა. ნელ-ნელა მეცლები, მაგრამ ამდენად დაღლილი ძალას ვერ ვპოულობ , რომ როგორმე უკან მოგახედო.

შენ ჩემი წილი ზღვა ხარ.

და ერთ დღეს, სტიქიაგადავლილი სხეულს სიცარიელით ავივსებ. მერე ალბათ ისე გავცივდები, შეგეშინდება. აღარცერთი მწვანე წერტილი არ მექნება თვალებში და გეტყვი : ,,მომეცი შენი ზღვა.”

შენ ზღვა დაგენანება, მე შენ.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s