წერილი #3

მომდევნო გამარჯობა.

აღარ გკითხავ, როგორ ხარ.
დღეს საშინლად ბევრს ვეწეოდი, მაგრამ ვერა და ვერ დავიხრჩვი. ვერც უპასუხობამ დამახრჩო, ვერც სიმშვიდე გადამცდა და სადღაც ზღვარზე , სადღაც აზრების სიღრმეში გამიელვა , რომ შენ მხოლოდ მაშინ მოდიხარ, როცა მოდიხარ.

ადამიანები სტიქიასავით რომ მოვარდებიან , მერე სად მიდიან ხოლმე?

შენი მოსვლები ქარის ზღაპარია, იცი? სულ კეთილი დასასრულებით , აი ისეთით, საღამოს სახლისკენ რომ მივუყვები, სადღაც შუა გზაზე თვალები მეხუჭება და ვსუნთქავ შეგრძნებას –  მხარზე სულ ოდნავ ჩამოყრდნობის.

შენი მოსვლები ზოგჯერ ცივია – ისეთი, შუაღამისას გაუგებარი სიზმარი რომ გამოგაღვიძებს , სხეულის მტვრევით წამოვარდები და დგახარ იატაკზე ფეხშიშველი , შეგრძნებით, რომ უცხო სახლებში სიცივეა.

შენ რომ მოდიხარ, არასდროს ვიცი, რა დროა. აბსოლუტურ ქაოსში თუ ,,საით გადავეშვა?” – სხეული არცერთ მხარეს არ მიშვებს და მეც ასე გახევებული მხოლოდ იმას ვგრძნობ, რომ შენ ახლოს ხარ და რა მნიშვნელობა აქვს, ვინ დაგვიწესა, რომ რომელიმე საათი გვიანია.

შენ მოდიხარ ხოლმე , მაგრამ არასდროს , როცა გეძახი.
დღეს სამჯერ ჩაგიფიქრე, მაგრამ სამივე ვარსკვლავი ციდან ჩამოსვლამდე ჩაქრა და სიბნელე ჩამექცა თვალებში.

გწერ არარსებობიდან და მარტო იმის თქმა მინდა, რომ შენ ჩემი თვალებიდან  ვეღარასდროს ამოხვალ.

tumblr_np0senb5zt1uqxmw2o1_500

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s