საუბრები #1

***

თვალები მანახე რა! – გეუბნები და საშინლად მინდა, შენს გამოხედვაში გამოვემწყვდიო. შენ უცხო თვალები გაქვს და ყოველთვის, როცა მეჩეხები, ვივსები შეგრძნებით რომ ეს ჯერ კიდევ პირველი შეხვედრაა.

უსახელო ადგილას ვსხედვართ, რომელსაც მე თუ მკითხავ, ვახსოვართ. ვახსოვართ მაშინ, როცა ჩავივლით და მაშინაც, როცა დღეებით , თვეებით ვიკარგებით და შესვლისთანავე გვეუბნება ,,Rester”. ჩემს დაუკითხავად უკვეთავ ყავას : ,,გოგონას უშაქროდ”. მე გიღიმი. თითებს ვახვევ ყავის ჭიქას და ვცდილობ, ჩასაწნავად მივაწვდინო ერთმანეთს. არ გამომდის.
-იცი? არმინდა ასეთი მშრალი ზამთარი. მინდა გამთენიისას ნისლიანი სითეთრე მაღვიძებდეს და ფანჯრიდან გახედვისთანავე, ვგრძნობდე , რომ აქ გაცურვაც კი შეიძლება.  – შენ მიყურებ, ცდილობ სახეზე ამოიკითხო, რაზე გესაუბრები.
-ჰო? – არაფერი გაქვს სათქმელი.
-შენ როგორი ზამთარი გინდა?
-თბილი. – მპასუხობ ისე მარტივად, როგორც არასდროს. მინდა, ჭიქას მოვაცალო შემოხლართული თითები და შენამდე მოვიტანო, მაგრამ მახსენდება, რომ უფლება არ მაქვს. ნერვიულად ვუკიდებ სიგარეტს და თვალები ისე ჩამაქვს მიწამდე, ერთხელ შეიძლება , ვეღარც ამოვიტანო.

***
დილის 6 საათია. წარმომიდგენია, როგორ მშვიდად გძინავს. ახლა ოთახში ფეხაკრეფით დავწრიალებ და ტუჩებს გამეტებით ვიკვნეტ , სანამ ძალას მოვიკრებ.

,,რა ფერისაა ჩემი თვალები, როცა ვტირი?” – გწერ , ალბათ, არაადეკვატურ რამეს. ვიცი, არ გაიკვირვებ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ მოულოდნელობით ამოივსებ თვალებს. მე არაფერს ველი.

,,ახლა უნდა გეძინოს”. – პასუხი არ მაკმაყოფილებს.
,,რა ფერისაა ჩემი თვალები, როცა ვტირი?” – გიმეორებ.
,,თაფლის, მწვანე წერტილებით” – მეღიმება. ახლა შემიძლია, მეც მშვიდად დავიძინო.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s