წერილი #2

უცნაურია , მაგრამ როცა არ გეთამაშებიან , საკუთარ თავს უნდა ეთამაშო.
ყოველთვის, როცა მომდევნო წერილს გწერ , საოცარი შეგრძნებაა ფანჯრიდან გადაყუდება , ჰაერის ღრმა ნაფაზები და დაშვების სურვილი. ყოველი წერილის დაწერის შემდეგ , მაჯას უნდა მისინჯავდე და მეტი, ალბათ, არაფერი.

ყველაზე რთული საკუთარი სურვილებისგან გაქცევაა – სანამ გაიქცევი, უბრალოდ დგახარ და უყურებ , როგორ იქცევა ყველა ემოცია ქაოსად და რჩები – ხელებგამოწვდილი, ხესავით. ამასწინათ ვფიქრობდი , იქნებ ხეები ფორიაქის გარეშე სულაც არ დგანან-მეთქი? იქნებ , რომელიმე მათგანმა , იცის, როგორი თვალებით გიყურებ და ქარი რომ დაუბერავს, ჩემკენ მოაქვს მთელი თავისი ნუგეში. იქნებ ხეებზე ნაკლებად გვტკივა ხელები , რომლის ხელისგულებსაც მზეს არ ვუშვერთ?

ხეებმა შეიძლება იციან, რომ შენ ჩემი სახლი ხარ. სიცხიანი დავბოდიალობ შენში და ვბოდავ , შუბლს გიშვერ და შენი პულსის მიხედვით განვსაზღვრავ , რამდენად ცუდად ვარ.

შენ ჩემი სახლი ხარ – ბნელი კედლებით , მაგრამ ჭერამდე ფანჯრებით. გულაღმა ვწევარ ხოლმე შენში და თითებით ვეძებ სივრცეს , რომელსაც შლი.

შენ ჩემი სახლი ხარ – ყველაზე მყუდრო , მაგრამ ერთხელ,  როცა დაგიბრუნდები გაწელილი მოგზაურობიდან, ერთი ამოსუნთქვაღა გეყოლები დარჩენილი.

ამინდი ახლა ჩემს ხელებზე მსუბუქია, ვზივარ ფანჯარასთან, საკუთარ თავს ვეთამაშები და მხოლოდ მინდა მჯეროდეს, რომ იცი, რა ფერისაა ჩემი თვალები გაღვიძებისას.

დროებით.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s