ისე

ისე – უცნაური კაცია და ჩემი ქმარი.იმ მომენტში, როცა ისე ჩემთვის ძვირფასი გახდა და მისი დაკარგვის შიში გამიჩნდა , ვუთხარი, რომ არმინდოდა ჩვენი ურთიერთობა ოდესმე მხოლოდ ,,გამარჯობა, როგორ ხარ?“-ად ქცეულიყო. გაბრაზდა.მერე ბევრი მძიმე იყო ჩვენს დროებითობაში.

(მძიმე)

-როცა გარეთ დაისია, რატომ ვსხედვართ ერთი ნათურით განათებულ სარდაფში?!-ვეკითხები დაზუსტად ვიცი, რომ პასუხისას აირევა. კარგს არაფერს ელის. ვუღიმი.

-არ შეიძლება ყველაფერი სახეზე გეწეროს!-მეუბნება და ძარღვებდაჭიმულ ხელებს საოცარი ჰაეროვნებით ამოძრავებს. სიმშვიდის სუნი დგება და სიჩუმის მეტს ვერაფერს ვეუბნები.

-, ჰო, არ შეიძლება ყველაფერი სახეზე მეწეროს!-ისევ ვუღიმი, მაგიდაზე ჩვენი ჯვრისწერის ფოტოსდავაცურებ და უხერხულობის შეგრძნებით ვივსები. ამ მომენტში მე ისეს ემოციების მესაფლავე ვარ,რადგან ჩვენ ამ წამიდან აღარაფერი გვაქვს ერთმანეთისთვის მოსაყოლი.

-სიცარიელე დაავადებაა!-თითქმის დაუსრულებელი პაუზის მერე ამოვღერღე, სიგარეტს მოვუკიდე და რაღაც სულმოსაჭიდის ძებნა დავიწყე საკუთარ ფიქრებში.გაუცხოვების სუნი დადგა, ეს ბოლო მძიმე იყო.

(მძიმე)

პარადოქსი იქნება თუ ვიტყვით, რომ ადამიანები არ ვიცვლებით, მე ხომ რამდენიმე დღის წინ ისეს ჩემს სიმშვიდეს ვუყვებოდი.
გარეთ ისევ დაისია, ჩვენს სარდაფში ისევ ის ნათურა ანთია.ერთადერთი რამ დამრჩა სათქმელი – არ მიყვარს , როცა იქ მთავრდებიან, სადაც წერტილს ვსვამ.

(წერტილი)

2013.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s