წერილი #1

გწერ იმ დღეებიდან, რომლებიც მომპარე.

ზოგჯერ ვართ – არ ვიცი, ზუსტად რას ვგულისხმობ, მაგრამ ხომ არის მომენტები, როცა მე და შენ კი არა ჩვენ ვართ ხოლმე და მაშინ, შენ ვერაფრით ვერ იყვარებ ჩემს სიმშვიდეს.

დღეს მოგყვებოდი. ალბათ, არ იცი , რას ნიშნავს მოგყვებოდნენ. გისმენდი, სულ გისმენდი, დროდადრო თვალს გამოგაპარებდი და გიღიმოდი, მერე კი ისე მაშინებდა საკუთარი ღიმილი , მისი შეკავებისგან ტუჩები მეჭმებოდა.

შენ საშინლად არ გიყვარს ჩემი სიმშვიდე. გიჟდები, როცა აფორიაქებულს მიყურებ. გსიამოვნებს , როცა დავძრწი, თვალები ვერსად მიმაქვს და თითების მტვრევაზე გადავდივარ. ბედნიერი ხარ , როცა მოსვლით სუნთქვას მიკრავ.

რატომ არ გინდა, მშვიდი ვიყო?
და თუ გინდა, რატომ არასდროს არაფერს მეკითხები? იქნებ გუშინ ღამეც ისე დავკარგე ერთი სიცოცხლე, როგორც იმის წინ? იქნებ, ბოლო სიცოცხლე დამრჩა.

არაფერია შეუძლებელი იმაში, რომ მოხვიდე და უბრალოდ მკითხო, როგორ ვარ.

ნახვამდის.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s