იქით

პაპანაქებაა. მზის შეხებას ვგრძნობ კანის ყველა წერტილში. ახლა ორმაგად მჯერა, რომ მზეს სუნი აქვს და ვცდილობ, ეს სუნი დავიმახსოვრო.  ჩემ გარშემო მხოლოდ სივრცეა, გზის მაგივრად – წუმპე. ამ წუმპეზე გადაბიჯება რთულია, მიჭირს, მაგრამ ვიბრძვი, გზის დასასრულს რომ მივაღწიო.  *** იქით მხარეს ოკუპანტები დგანან. მწვანე ბანერს 100 მეტრზე მეტად თუ მიუახლოვდები, ისვრიან, წესია ასეთი. ბანერს თუ … More იქით

21-ე ანუ ზღვარი 

მე ხომ ვიცი, რომ ეს ცხოვრება ვერაფრით გახდება ზღაპარი ქარზე და ისიც რომ ქარზე ზღაპარი არავის დაუწერია.  *** დღეს ბოლოჯერ ვარ 21-ის და გაგრძელება მაქვს. სამი წლის წინ ძალიან ბნელი სიზმარი ვნახე, რომელშიც 21-ის მოვკვდი. მას მერე მჯეროდა, რომ ეს რიცხვი ჩემი ზღვარი იყო. მთელი წლის განმავლობაში ჩემს თავს ვუმტკიცებდი, რომ რომელიმე საყვარელ ქუჩაზე მანქანა … More 21-ე ანუ ზღვარი 

Them (#7)

,,But all will pass, will end too fast, you know.” ჩვენ ისტორია არ გვქონდა, უფრო სწორად კი – ეს სამის ისტორია იყო. მეზიზღებოდა #7-ის დაჟინებული მზერები და შუბლზე უკვე დიდი ხნის გაჩენილ ნაოჭებში დაგროვილი ზიზღის ყურება. ყველაფრისადმი აგრესიით სავსეში ვერაფერს ვხედავდი, მიზიდულობა რომ ჰქონოდა. გავოცდი, ანნას რომ შეუყვარდა, რადგან ,,She was too much”. მიკვირდა, როგორ … More Them (#7)

Them (#6)

მას შეეძლო, საკუთარ თავზე მეტად ღმერთი ჰყვარებოდა. ამიტომაც მისი ღმერთის გაცნობა მომინდა. *** მუქი ჭაობისფერი თვალები ჰქონდა, აქა-იქ ღია თაფლისფერი წერტილებით და ყოველთვის, როცა მიყურებდა, საშინელი შიში მიპყრობდა, ოღონდ მისი ღმერთის შიში. სულ ვეუბნებოდი, რომ არ შეიძლება, შიშის გამო გწამდეს, რადგან რწმენა შვება უნდა იყოს და არა კლიტე, რომელსაც ვერცერთი გასაღებით ვერ ხსნი. #6-ის ღმერთი იმდენად … More Them (#6)

Softly killing

მხოლოდ იმას ვამბობ, რომ არაფერია კარგად.  *** ფეხით ამოვუყევით იმ საღამოს გზას. ქეთი მეუბნებოდა , ადამიანებთან დისტანცია გჭირდება, ასე უფრო მარტივი იქნება, ნაკლებად გეტკინებაო. ვეთანხმებოდი, მაგრამ არ შემიძლია საკუთარი ტალღებიდან ის ადამიანები გამოვრიყო ნაგავივით ნაპირზე, ვისაც ჩემში ცურვის უფლება მივეცი. თუმცა ისინი ისედაც ხომ დაცურავენ, ნაპირებს ეჯახებიან, ყვინთავენ და ბრუნდებიან უკან ცის უკეთ დასანახად. ისინი, … More Softly killing

Them (#5)

ბავშვობიდან ბევრი არაფერი მახსოვს, თუმცა აშკარაა, ძველი სათამაშოების ერთგული ვრჩებოდი ახლების ყიდვის მიუხედავად. ეს თვისება შემომრჩა. #5 – ძველი სათამაშო – გამაღიზიანებლად ჩვეულებრივი, ინტერესგამოცლილი, მაგრამ მაინც ძვირფასია. მასში მხოლოდ თვალების ჭრილი და სუნამოს უცვლელი სუნი მიყვარს. კიდევ მობრუნებები – ზურგით რომ მიდგას, თავადაც რომ სჯერა, ბოლო წასვლაა და წამის მეათედში ტრიალდება დაცარიელებული. იმისთვის რომ შეივსოს, … More Them (#5)

დაშრობა #Mommy

ჩვენს სახლს ზედმეტად პატარა ფანჯრები ჰქონდა მზისფერი ფარდებით. ვცხოვრობდით სამნი სიცარიელით სავსე ოთახებში და გვეგონა, რომ ერთ ჩვეულებრივ დღეს ერთმანეთში ჩავიხრჩობოდით. დედას წიგნი დედას მუდმივად მელნით მოთხვრილი თითები ჰქონდა. ყველა ძარღვი საშინელი სიზუსტით ეტყობოდა დამძიმებულ მაჯებზე. ჩვევად ჰქონდა მარჯვენა ხელით თმაზე თამაში და მხოლოდ ამ ქმედებისას უჩანდა ხოლმე მიწამდე ჩატანილი თვალები. ზღაპრების მაგივრად სიზმრებს მიყვებოდა … More დაშრობა #Mommy

Made of stars

მაინც ერთმანეთის გარეშე დავიხოცებით-მეთქი, ვფიქრობ და მის წინ ვდგავარ ასაწყობი სახით. თმას ისწორებს ნერვიულად და თვალებდახუჭული იღიმის. სახე უფრო ასაწყობი მიხდება. *** არც ისე დიდი ხანია გასული ჩვენი პირველი შეხვედრის შემდეგ. წვიმდა იმ ღამეს, უკვე მაკიაჟგაფუჭებული შევვარდი ბარში და მისკენ ზურგით დავჯექი. ხმა მესმოდა, უკან არ გამიხედავს. ,,my heart is blue, my heart is blue … More Made of stars

Them (#4)

როგორც ფროიდი იტყოდა, ,,Our loved one becomes a part of ourselves.” ის ვერასდროს შემიყვარებდა მუსიკაზე მეტად, მე კი საერთოდ ვერ შევიყვარებდი მას. ჩვენ თითქმის არაფერი ვიცოდით ერთმანეთის შესახებ, გვაკავშირებდა მხოლოდ მუსიკა და ყავა ერთი კოვზი შაქრით. რომ გავიცანი, სუნამოს სუნით დავიმახსოვრე. დავიჩემე, რომ ასეთივე მსუბუქი და გრილი უნდა ყოფილიყო. თავს ვიტყუებდი. მძიმე იყო. ზოგჯერ დედაზე … More Them (#4)

Them (#3)

​მას  უყვარდა ჩემს ზურგზე  ხალების დათვლა და მე – მისი თითების ფერება. მისი ზედმეტად თეთრი კანის სუნი ალბათ მუდმივია ჩემს მოგონებებში. საერთოდაც, #3 ის ბიჭია, ოდესღაც საქორწინო ფიცი რომ დავუწერე. ამიტომაც ამ ნაწილს არცერთი სათაური მოუხდება ,,I vow”-ზე მეტად. A shot of vodka.   დღემდე შენახული მაქვს მისი ნაჩუქარი მინდვრის ყვავილები. ბლოკნოტის ბოლოსწინა ფურცლებს შორისაა … More Them (#3)